უცხოური პრესა 23.01.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1346063
უცხოური პრესა 23.01.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ალ-შარქ ალ-ავსატი“ : ირანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (ყატარი): ერაყი: პრემიერ-მინისტრის საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. აქციები უფრო მძლავრდება.

„ალ-აიამი“ (ბაჰრეინი): ლიბანის ფინანსთა მინისტრი: კრიზისის გაგრძელება გაკოტრებამდე მიგვიყვანს.

„თაგესშაუ.დე“: თურქეთი აცხადებს, რომ ლტოლვილთა ხელშეკრულება ევროკავშირმა (EU) დაარღვია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თურქეთში ვიზიტამდე, გერმანია და ევროკავშირი გააკრიტიკა. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ლტოლვილთა ხელშეკრულების ერთგულია, მაგრამ ევროკავშირმა დაპირებული თანხა არ გადაიხადა.

„ბილდ.დე“: გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორტს ზიჰოფერმა ნეონაცისტური-ჯგუფი " Combat 18" აკრძალა. შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა სტივ ალტერმა განაცხადა, რომ პოლიციამ სხვადასხვა რეგიონებში ჯგუფის წინააღმდეგ რეიდები ჩაატარა.

„დოიჩე ველე“: გერმანიაში მთავრობამ მოამზადა ახალი ადაპტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა აღმოფხვრან კვალიფიციური კადრების დეფიციტი. გეგმის თანახმად, კვალიფიციური ემიგრანტები გერმანიის შესახებ თავიანთ ქვეყნებში იქნებიან ინფორმირებულნი.

„ინფობაე“ (არგენტინა): მექსიკა გაფრთხილებას იძლევა კორონავირუსის ეპიდემიის ალბათობის თაობაზე: მთავრობა აცხადებს, რომ მომზადება საჭიროა, მაგრამ დაავადებასთან დაკავშირებული სპეციალისტები არ ჰყავს.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ხუან გუადიომ მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერა: ”ვენესუელელთა ტრაგედიის დასასრულებად ევროპაში ვარ”.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთში მთავრობა, დამსაქმებლები და პროფკავშირები შეთანხმდნენ, რომ მინიმალური ხელფასი 950 ევრომდე გაიზრდება.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): როგორ ემზადება საფრანგეთი ჩინური ვირუსის წინააღმდეგ.

„ლე მონდი“ (საფრანგეთი): ემანუელ მაკრონმა აღმოსავლეთ-იერუსალიმის წმინდა ადგილები მოიარა.

„ლე ტემპსი“ (შვეიცარია): ევროპა დონალდ ტრამპის სამიზნეა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: მოსკოვში თბილი ამინდის გამო პეპლები და ჭიამაიები გამოჩნდნენ.

სააგენტო „ტასი“: რუსეთმა და ბელორუსიამ შეიძლება მალე მოგვარონ ნავთობასა და გაზთან დაკავშირებული პრობლემები.

რუსული საინფორმაციო პორტალი „ლენტა.რუ“: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროკავშირს ინგლისის ნაცვლად მის შემადგენლობაში უკრაინის შეყვანა შესთავაზა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები