უცხოური მედია 02.12.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1316001
უცხოური მედია 02.12.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: ბოლო ორი წლის განმავლობაში ღაზადან ისრაელში 2600 რაკეტა ისროლეს

ალშარქ ალავსათი, ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი: ერაყელმა დემონსტრანტებმა ქალაქ ნაჯაფში მდებარე ირანის გენერალურ საკონსულოს, ხელმეორედ წაუკიდეს ცეცხლი

კუვეიტური ვათანი: პრინცი უილიამი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში იმყოფება

გერმანული ბილდ.დე: გერმანელი ჯარისკაცები უდისციპლინობისთვის დაისაჯნენ. დაახლოებით 1000-მდე ჯარისკაცმა, ალკოჰოლის მოხმარებისთვის და ბრძანების შეუსრულებლობისთვის  დისციპლინარული სასჯელი მიიღო

დოიჩე ველე: ევროკავშირის ახალმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლეინი,  მუშაობა დაიწყო

შპიგელ.დე: ანტარქტიდაში, ქალაქ ლონდონის ფართობისოდენა ყინულის აისბერგი შეიძლება მალე მოსწყდეს მატერიკს და ზღვას შეერიოს

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთმა, ლიბიის სანაპირო დაცვისათვის საპატრულო გემის მიცემაზე, უარი განაცხადა

ლე ფიგარო: 2006 წელს სარკოზის ერთმა ახლობელმა, ლიბიის ხაზინისგან 440,000 ევროს ქრთამი აიღო

ლე პარიზიენი: ჯარისკაცების დაღუპვა მალიში: საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, თავისი გმირების ხსენებისას, ქვეყნის გაერთიანებას იმედოვნებს

რუსული რბქ: უკრაინის მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, მზად არიან რუსეთის ორი ოლქი, უკრაინის შემადგენლობაში შეიყვანონ

რეგნიუმის სააგენტო: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“ მილსადენის პროექტის გამო, შესაძლოა რუსეთს სანქციები დაუწესონ

ლენტა.რუ:  რუსეთის ბაიკალის რეგიონში, მდინარეში ჩავარდნილი სამგზავრო  ავტობუსის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ესპანური ელ პაისი: მადრიდში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ემისიების უფრო მეტად შემცირების მიზნით, რადიკალურ გზებს ეძიებენ

ელ მუნდო: ძალადობა და ეკონომიკური რეცესია,  პრემიერ-მინისტრ ლოპეს ობადორის პირველ წლისთავს ჩრდილავს

მექსიკური ელ უნივერსალი: მას შემდეგ, რაც მექსიკაში ერთ-ერთი მაფიური გარჩევის დროს წარმოქმნილ კონფლიქტში 21 ადამიანი დაიღუპა,  ნარკოვაჭრობით გამოწვეული ძალადობა უფრო და უფრო მძაფრდება.



მსგავსი ინფორმაციები