უცხოური მედია 10.09.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1266723
უცხოური მედია 10.09.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ალ-ქუდუს ალ-არაბი“: ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ მისი კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ღაზაში ჩამოვარდა.

„ალ-ქუდუს ალ-არაბი“: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: "მე პრობლემა არ მაქვს ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან შეხვედრაზე."

„ალ-შარქ ალ-ავსატი“: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ: "ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად სხვა საიდუმლო რეგიონი აქვს ".

„დოიჩე ველე“: ჰონგ-კონგის აქტივისტი ჯოშუა ვონგი ბერლინშია.

„ცდფ.დე“: მაიკლ შუმახერს პარიზში მკურნალობა უტარდება.

„ფოკუს.დე“:დუსელდორფში საავადმყოფოში ხანძარი  გაჩნდა - დაიღუპა ერთი პაციენტი, დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი.

„გაზეტა.რუ“: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონი) მიერ გაკეთებულ განცხადებაზე "რუსეთი უნდა იყოს ნორმალური ქვეყანა" რეაქცია გამოხატა და თქვა "ამისათვის სამაგალითო ქვეყანა აშშ არ არის."

„ტასი“: რუსეთში საერთო უმუშევრობის დონემ ივნისში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.

„იზვესტია“: 2030 წლისთვის 20 მილიონზე მეტმა რუსმა რობოტების გამო შეიძლება სამუშაო დაკარგოს.

„ინფობაე“ არგენტინა: საერთაშორისო სამხედრო დახმარების მოსათხოვნად, ვენესუელელი პოლიტიკოსის ხუან გუადიოს დელეგაცია ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციას TIAR– ის (ამერიკელებს შორის ურთიერთ დახმარების შეთანხმების) გააქტიურებას მოსთხოვს.

„ელ პაისი“ ესპანეთი: ეკვადორი აპირებს სხვა ქვეყნების ვიზების მქონე ვენესუელელებს სატრანზიტო გავლის ნებართვა მისცეს.

„ლა ვანგარდია“ ესპანეთი: ესპანეთში ახალი არჩევნების თავიდან ასაცილებლად, პარტიები PSOE და Podemos-ი ზეწოლის შედეგად დღეს ხელახლა დაიწყებენ მოლაპარაკებებს.

„ლე მონდი“: საფრანგეთს სურს დააჩქაროს ავღანელების დეპორტაცია.

„ლე სოირი“: ჰოლანდიაში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, პოლიციელმა ჩაიდინა.

„ლე ფიგარო“: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, მიუხედავად იმისა, რომ მარტოა ყველას წინააღმდეგ, მაინც დაჟინებით მოითხოვს Brexit- ს (ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან).



მსგავსი ინფორმაციები