უცხოური მედია 15.08.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1252757
უცხოური მედია 15.08.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:    კატარში ახალი თურქული სამხედრო ბაზა განთავსდება.

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:    სამ ერაყელს, გერმანიაში ტერორიზმში ადანაშაულებენ.

„ალ-ქუთს ალ-არაბი“: იდლიბში ოპოზიციონერებმა რეჟიმის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

„ელ-პაისი“ (ესპანეთი):     ესპანეთი, იტალიის კუნძულ ლამპედუსას სანაპიროსთან გაჩერებულ მიგრანტებით სავსე გემში მყოფი იმიგრანტების ნაწილის მიღებას დათანხმდა.

„ლა ნაციონ“ (არგენტინა): არგენტინის პრეზიდენტმა  მაურიციო მაკრიმ დევალვაციის გავლენის შესამსუბუქებლად რიგი ეკონომიკური ზომები გამოაცხადა.

„ლე კომერსიო“ (პერუ): ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კოლუმბიის ექსპრეზიდენტი ალვარო ურიბე მის ლიკვიდირებაში დაადანაშაულა.

„მერკურ.დე“ (გერმანია): ამინდის პროგნოზი გერმანიაში: აგვისტოს თვეში შესაძლოა ძლიერი სიცივეები დადგეს.

„ფაზ“: გერმანია უცხოელი სტუდენტებისთვის დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება.

ფრანგული გაზეთი „ლე მონდე“: საფრანგეთში უმუშევართა რიცხვი 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დავიდა.

 „ლე ტემპსი“ (შვეიცარია): შვეიცარიის მთავრობა 2019 წელს, ბიუჯეტის, 2,8 მილიარდი შვეიცარული ფრანკის პროფიციტს ვარაუდობს.

ფრანგული გაზეთი „ლე მონდე“: ტუნისში დემოკრატიის საძირკვლის ჩასაყრელად კრიტიკული  საპრეზიდენტო არჩევნები იწყება.

რუსული სააგენტო „ტასი“:  რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შეიძლება ჩინეთში  ხე-ტყის ექსპორტი აკრძალოს.

საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტი“: ბოლტონმა, რუსეთი ჰიპერბგერითი  იარაღის შექმნისათვის  ტექნოლოგიის ქურდობაში დაადანაშაულა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები