უცხოური მედია 09.08.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1250600
უცხოური მედია 09.08.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი ალშარქ ალავსათი: ბაჰრეინმა მოუწოდა ირანს, თავი დაანებოს დაძაბულობის გაზრდისადმი მიმართულ ძალისხმევებს

კატარული ალ რაია ალ კატარია:  კატარის ემბარგომ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ამერიკულ ინტერესებზე

გერმანული შპიგელ.დე: იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ სალვინს, თავის მკაცრი გამონათქვამებით ქვეყანა კრიზისისკენ მიჰყავს. პრემიერ მინისტრი მისგან ახსნა-განმარტებას ელოდება

ბილდ.დე: აშშ-ი, გერმანიაში განლაგებული ჯარის ნაწილების გაყვანის საკითხს განიხილავს, რადგან, გერმანია არ ფიქრობს მათზე ხარჯების გაწევას

ტაგესშაუ.დე:  გერმანია განაგრძობს პოპულარულ სამოგზაურო ქვეყნად დარჩენას

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის პროფკავშირებმა გააფრთხილეს პრემიერი სანჩესი, რომ მან ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას პოდემოს პარტიასთან და ბოლო მოუღოს პოლიტიკურ დაძაბულობას

ესპანური ელ მუნდო: წარმოების შენელება ძალზედ აწუხებს ესპანეთს, ხოლო გერმანიაში კი, ეკონომიკური რეცესიის უარყოფითი განწყობა ვრცელდება

ლა ვანგარდია: ევროკავშირი ეწინააღმდეგება აშშ–ს მხრიდან,  ვენესუელასთან ბიზნესის მწარმოებელი კომპანიების დევნას

ფრანგული მონდი: ტუნისის პრემიერ მინისტრმა, პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი თავი დაასახელა

ლე ფიგარო: ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან პიერ მოკი გარდაიცვალა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: ყირგიზეთის სასამართლომ ექსპრეზიდენტ ათამბაევს, 26 აგვისტომდე პატიმრობა შეუფარდა

ლენტა.რუ: მოსკოვში, ტელევიზიებმა შეწყვიტეს მაუწყებლობა და ხალხი,  ძლიერი ქარიშხლის შესახებ გააფრთხილეს

საინფორმაციო სააგენტო რეგნიუმი: სტამბოლში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ბერძენ პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად, ერთობლივი განცხადება გაავრცელა



მსგავსი ინფორმაციები