უცხოური მედია 02.08.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1246822
უცხოური მედია 02.08.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): საუდის არაბეთს სურს ისრაელისგან ბუნებრივი აირი შეიძინოს.

„ალ-რიადი“ (საუდის არაბეთი): ახალი ბრძანებულების თანახმად, ქალებს უკვე შეუძლიათ მარტო აიღონ საკუთარი პასპორტები და სარეგისტრაციო ჩანაწერები.

„ალ-ჰაიათი“ (ლიბანი): დამასკო ისრაელს სირიის სამხრეთში სარაკეტო თავდასხმის განხორციელებაში ადანაშაულებს.

რუსული გაზეთი  „იზვესტია“: რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კურილიის კუნძულებიდან ერთ-ერთს იტურუპის კუნძულს სტუმრობს.

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: დონალდ ტრამპმა, ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ მეორე სანქციების პაკეტის შემცველ ბრძანებულებას მოაწერა ხელი.

რუსული სააგენტო „ტასი“: ტრამპი: "აშშ-ს, ისევე როგორც რუსეთს, სურს მიაღწიოს ახალ შეთანხმებებს ბირთვული იარაღის კონტროლისა და განიარაღების სფეროში."

„ელ პაისი“: (ესპანეთი) ევროკავშირი ირჩევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პრეზიდენტს, ოთხი კანდიდატიდან ერთი ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი ნადია კალვინოა.

„ელ მუნდო“: (ესპანეთი) „შეინახეთ თქვენი ჩვილების სარძევე კბილები“ს სახელწოდების სტატიაში ნათქვამია, რომ სარძევე კბილები თითქოსდა ღეროვანი უჯრედების საბადოა, სარძევე კბილებში დაახლოებით 100 მილიონი ღეროვანი უჯრედია.

„ტელესური“: ვენესუელის პრეზიდენტი მადურო: „იმპერიალიზმის აგრესიის წინააღმდეგ მთავარი სიტყვა არის  წინააღმდეგობა. ”

„ფრანსე 24“: ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად გადის საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების (INF) ხელშეკრულებიდან

„ლე ფიგარო“: ინდონეზია: ფრანგი ფელიქს დორფინის სიკვდილით დასჯა 19 წლამდე პატიმრობით შეიცვალა

„ლე ფიგარო“: ტრამპმა განაცხადა, რომ მათ დამატებითი გადასახადები დააწესეს ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.

„დოიჩე ველე“: ახალი სასამართლო გადაწყვეტილება ბოჰმერმანის "ერდოღანი"-ს ლექსზე

გერმანელმა კომიკოსმა იან ბოჰმერმანმა პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხმყოფელი ლექსის ნაწილების აკრძალვის თაობაზე უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელით შედეგი ვერ მიიღო. ბოჰმერმანმა ყველა იურიდიული საშუალება ამოწურა გარდა ევროპის უმაღლესი სასამართლოსი.

„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ : აშშ - ჩინეთის სავაჭრო ომი: ტრამპისგან 300 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე დამატებითი საბაჟო გადასახადის მუქარა.

„ზუიდდოიჩე ცაიტუნგი“: გერმანიის იუსტიციის მინისტრს სასამართლო დარბაზებში ბურკის აკრძალვა სურს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები