უცხოური მედია 01.08.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1246125
უცხოური მედია 01.08.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ალ-ქუდუს ალ-არაბი“: აშშ, მანამას მოლაპარაკების წარუმატებლობის შემდეგ "საუკუნის შეთანხმებაზე" ხელახლა ვაჭრობს და პალესტინის სახელმწიფოს ნაცვლად ავტონომია სურს.

„ალ -ქუდუს ალ-არაბი“: აშშ აცხადებს, რომ ალ-ქაიდას ლიდერის უსამა ბინ ლადენის ვაჟი ჰამზა ბინ ლადენი შეიძლება მკვდარი იყოს.

„ალ-შარქ ალ-ავსათი“: აშშ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს.

„დოიჩე ველე“: გერმანელი კომიკოსის იან ბოჰმერმანის, რომელმაც პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხმყოფელი ლექსი წაიკითხა, აკრძალულ ლექსთან დაკავშირებული სარჩელი გერმანიის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო.

„ბილდ.დე“: დაუჯერებელი მკვლელობა გერმანიაში: გერმანიის ქალაქ შტუტგარდში, წარმოშობით კაზაკი გერმანიის მოქალაქე შუა გზაში ხმლის მსგავსი იარაღით მოკლეს.

„ზუიდდოიჩე ცაიტუნგი“: ბრიტანელებმა გააორმაგდეს ბიუჯეტი შეუთანხმებელი Brexit – ისთვის. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტი 2.1 მილიარდიდან 4.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზარდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“: ტრამპმა პუტინს ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა.

საინფორმაციო პორტალი „ჰაბერრუსი“: რუსების 38%-ს 2024 წელში არ სურს პრეზიდენტად კვლავ პუტინი იხილოს.

„ელ კომერსიო“ (პერუ): ტრამპმა ბრაზილია ნატოს არაწევრ სტრატეგიულ სამხედრო მოკავშირედ გამოაცხადა.

„ინფობაე“ (არგენტინა): ნიკოლას მადუროსა და ხუან გუადიოს დელეგაციებმა ბარბადოსში დიალოგი განაახლეს.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): ესპანელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მათ ადამიანის უჯრედებით მაიმუნის ემბრიონები შექმნეს.

„ლე ფიგარო“: ტრამპმა ბრაზილიას "დიდი სამხედრო მოკავშირის" სტატუსი მიანიჭა

„ლე პარიზიენ“: ეჭვობენ, რომ ციხეში პატიმრები საფრანგეთში თავდასხმას გეგმავენ

 „ლე მონდი“: ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები