უცხოური მედია 31.07.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1245481
უცხოური მედია 31.07.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

კატარული ალ რაია ალ კატარია:  ტურიზმის დაქვეითებამ დუბაიში, ასობით ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება გამოიწვია

ლიბანური ალ-მუსტაკბალი: შვეიცარიამ, UNRWA-ს დაფინანსება შეწყვიტა

ლიბანური ალ-ჰაიათი: რუსეთი და ირანი, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ინდოეთის ოკეანეში ჩაატარებენ

გერმანული დოიჩე ველე: მას შემდეგ, რაც ფრანკფურტში, რკინიგზის ლიანდაგზე 8 წლის ბიჭს ხელი ჰკრეს და მისი დაღუპვა გამოიწვიეს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა სეეჰოფერმა განაცხადა, რომ მატარებლების სადგურებში უსაფრთხოების ზომებს გაზრდიან

შტუტგარდერ ნახრიხტენი: დაძაბულობა ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე: გერმანელმა ტურისტებმა იჩხუბეს და გაანადგურეს საგზაო ნიშნები, თავს დაესხნენ პოლიციას

ბილდ.დე: აშშ-მა, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების ზომებში მონაწილეობის მისაღებად, ოფიციალურად მიიწვია გერმანიაც

შვეიცარიული ლე ტემპსი:  ეკონომიკური ზრდა საფრანგეთში, წლის მეორე კვარტალში შენელდა

ფრანგული ლე ფიგარო: პატიმართა რაოდენობამ საფრანგეთის ციხეებში ივლისში 71,710 კაცს მიაღწია და ამით ციხეებში ზედმეტად გადატვირთვა ცოტათი შემცირდა

ლე მონდი:  საფრანგეთის ავიახაზების კომპანია Air France,  თავის საშუალო და მოკლე მანძილიანი ფლოტის რაოდენობას გიგანტური აირბუსებით ავსებს და ამით დიდ მოდერნიზაციას ახდენს

რუსული ვესტი: ტრამპის განცხადებით, ისინი  რუსეთთან იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლომ,  დემოკრატიული პარტიის მოთხოვნა, ბოლო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდების თაობაზე დავის გახსნის შესახებ, უარყო

ესპანური ელ პაისი: ესპანელმა მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს ადამიანის ღეროვანი უჯრედების ცხოველების ემბრიონებში გადატანის საკითხში და ამით ორგანოთა გადანერგვაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

არგენტინული კლარინი: ჩინელი სტუდენტების არჩევანია ბუენოს-აირესი, რადგან, ეს ქალაქი რეგიონის სხვა დიდ ქალაქებს შორის  გამოირჩევა სწავლა-განათლების ყველაზე საუკეთესო კამპუსებით



მსგავსი ინფორმაციები