უცხოური მედია 30.07.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1244769
უცხოური მედია 30.07.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:  ისრაელი,  ერაყსა და სირიაში ირანის პოზიციებს ბომბავს.

 „ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): არაბეთის გაერთიანებული საამიროები,  იემენში 52 ათასი სამხედროს გაგზავნას აპირებს.

 ლიბანური „ალ-ჰაიათი“: აშშ-მ სანქციების გასაუქმებლად ირანის შეთავაზება უარჰყო.

„ელ-პაისი“ (ესპანეთი):   აშშ საიდუმლო სამსახურები, გენერალ ფრანკოს პოლიციელებმა ორი წლის წინ დაადგინეს ტერორისტული ორგანიზაცია ETA.

 „ელ ნუევო სიგლო“ (კოლუმბია): კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია FARC-ის წევრობაში ბრალდებული 52 ადამიანი დაკავებულ იქნა.

„პრენსა ლათინა“ (კუბა): კუბა და სირია ახალი პრეპარატების გამოგონებაში  ინფორმაციებს  ცვლიან.  

„დოიჩე ველე“ (გერმანია):  გერმანია, ისტორიაში ყველაზე დიდი სარკინიგზო ქსელის განახლების პროექტისთვის,  86 მილიარდ ევროს ინვესტიციას გეგმავს.

გერმანულენოვანი გამოცემა „ტეგესშაუ.დე“: ფრანკფურტი: ერიტრეის მოქალაქემ   8 წლის ბავშვს ხელი ჰკრა და მატარებლის ლიანდაგებში ჩააგდო, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა. შინაგან საქმეთა მინისტრმა შვებულება  შეწყვიტა.  

„ველტ.დე“ (გერმანია):  გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU-ს პოლიტიკოსმა  რიტგენმა,  სპარსეთის ყურეში,  გერმანიის მონაწილეობით ევროპული მისია მოითხოვა.

გაზეთი „იზვესტია“:  უკრაინის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერმა ილია კივამ განაცხადა, რომ მათ ქვეყანას სამი წლის განმავლობაში დაშლის საფრთხე ემუქრება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“:   კონგრესის წევრებმა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდეს, სკრიპალების დავასთან დაკავშირებით რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.

რუსული „რასისკაია გაზეტა“: უკრაინის პრეზიდენტის ყირიმელმა წარომადგენელმა, ყირიმის დაბრუნების საკითხში ინგლისის, აშშ-ს და თურქეთის ჩართულობა მოითხოვა.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): ინდონეზიამ  უკანონოდ შემოტანილი ნარჩენები  საფრანგეთს უკან დაუბრუნა.

„ფრანსე 24“  (ფრანგული ახალი ამბების ინტერნეტ გვერდი): შოტლანდიაში,  ბორის ჯონსონს  Brexit–ის შეთანხმების გარეშე დატოვებაში ადანაშაულებენ.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს 160-ზე მეტი გარემოს დამცველი მოკლეს.

 

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები