უცხოური მედია 22.05.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1205958
უცხოური მედია 22.05.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ (გერმანული გაზეთი): ავსტრია: ფედერალური  კანცლერი  სებასტიან კურცი ორშაბათ დღეს ნდობის მოპოვებას შეეცდება.

გერმანული ტელეკომპანია “ცე-დე-ეფ”-ზე:  (zdf.de): ევროს ახალი დიზაინის მქონე 100 და 200-იანი ბანკნოტები 28  მაისიდან ჩაეშვება მიმოქცევაში.

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“:   გერმანელები ყველაზე მეტად მუნიციპალიტეტის თავჯდომარეებს ენდობიან.

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:     აშშ-მ შესაძლო ირანის თავდასხმა თავიდან აიცილა და „მაღალი რისკის“ გაფრთხილება მისცა.

ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი  „ალქუდს  ალ-არაბი“: ამერიკელი პარლამენტარები ტრამპის მთავრობის მხრიდან ირანისადმი მკაცრი განცხადებების შერბილებას ითხოვენ.

ლიბანური „ალ-ჰაიათი“: პომპეო: დიდი ალბათობაა იმისა, რომ საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული ემირატების სანაპიროებზე განხორციელებული თავდასხმების უკან ირანი იდგეს.

„ელ-პაისი“ (ესპანეთი): ქალებმა კონგრესი დაიპყრეს: ესპანეთის ახალი პარლამენტის 47,4%-ს ქალები შეადგენენ. ამ თვალსაზრისით ესპანეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პარლამენტის თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ.  

„ლა ტრიბუნა“ (ჩილე): ნიკოლას მადურო თურქეთის მხარდაჭერით უცხოელების ზეწოლას უმკლავდება.

ესპანური გაზეთი „ელ პერიოდიკო“:  გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული,  აშშ-ს ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უკვე მეხუთე მიგრანტი ბავშვი გაუჩინარდა.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ტერეზა მეიმ ბრექსიტის გადასარჩენად ბოლო შანსი გამოიყენა: განმეორებითი  რეფერენდუმი.

ფრანგული ტელეარხი „ფრანს 24“:   ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონმა მთელი ყურადღება   ირანის მუქარაზე გადაიტანა.

ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიან“: კანის 2019 წლის ფესტივალი: ტარანტინომ წითელ ხალიჩაზე სენსაცია შექმნა.

რუსული „ლენტა.რუ“: ზელენსკი, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხის რეფერენდუმზე გატანას გეგმავს.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“: პუტინმა მაკრონთან და მერკელთან უკრაინის კრიზისი განიხილა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთის ქალაქ კოლჩუგინოში თავდასხმის მზადებაში მყოფი ტერორისტების ლიკვიდაცია განხორციელდა.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები