უცხოური მედია 14.05.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1200878
უცხოური მედია 14.05.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

გაზეთი „ცაითი“: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მასსი აშშ-ს ირანთან ომის შესახებ აფრთხილებს

გაზეთი „ველთი“: გერმანიაში რეგიონები მზად არის განიხილოს მეჩეთის გადასახადები.

საინფორმაციო პორტალი zdf.de: გერმანიის ქიმიურმა გიგანტმა Bayer-მა აშშ-ში მიმდინარე გლიფოსატის სარჩელი ისევ წააგო.

„ალ შარქ ალ ავსათი“: ისრაელი შეშფოთებულია ირანის კრიზისში ჩართვის გამო.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): პალესტინაში „დაბრუნების აქციებმა“ ზიანი მიაყენა ოკუპანტი ისრაელის ეკონომიკას.

„ალ-რიადი“ (საუდის არაბეთი): სუდანის არმია და ოპოზიცია დროებითი მთავრობის სტრუქტურაზე შეთანხმდა.

„ლა ტერკერა“ (ჩილე): აშშ-ს პოლიციამ დაიწყო ოპერაცია ვაშინგტონში მდებარე ვენესუელის საელჩოს გასათავისუფლებლად. საელჩო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერის ხუან გუადიოს დელეგაციის შესვლის მოწინააღმდეგე ამერიკელი დემონსტრანტების მიერაა დაკავებული.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ბორელიმ, ხუან გუადიოს და ვენესუელელ ოპოზიციის ლიდერ ლეოპოლდო ლოპესს შორის კარაკასში მდებარე ესპანეთის საელჩოში გამართული შეხვედრა „რუტინულად“ შეაფასა.

„კლარინი“ (არგენტინა): 60 დღის განმავლობაში არგენტინაში მდებარე რკინიგზის სადგურებში ბომბი არსებობის თაობაზე 30 მუქარა გაკეთდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: მეორე რუსული გემი, რომელსაც შეუძლია უპილოტო ბირთვული გადამზიდავის "პოსეიდონის“ საშუალებების სამიზნეებამდე ზღვიდან მიღწევა, ზღვაში 2020 წლის გაზაფხულზე ჩაუშვებენ.

რუსული პორტალი „რამბლერი“: აშშ-ში გამოქვეყნებულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ანალიზის ჟურნალმა „ეროვნულმა ინტერესმა“ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების მეთოდის შეთავაზება გააკეთა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს გუშინ საღამოს ტელეფონით ესაუბრა.

„ლე პარიზიენი“: ბურკინა ფასოში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ეროვნული ცერემონია გაიმართა.

„საფრანგეთი 24“: სუდანში პირველი პოლიტიკური გარდამავალი შეთანხმების მიუხედავად 6 ადამიანი დაიღუპა.

„ლე მონდი“: დონალდ ტრამპმა შეაქო ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელთანაც შეხვედრა თეთრ სახლში გამართა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები