უცხოური მედია 06.05.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1195667
უცხოური მედია 06.05.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:     ისრაელის მიერ უკვე სამი დღეა ინტენსიურად დაბომბილ ღაზის სექტორში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

„ალ-ამარათ ალ-იაუმ“ (არაბეთის გაერთიანებული ემირატები): დუბაის აეროპორტმა  2019 წლის პირველ კვარტალში 22.2 მილიონი მგზავრი მიიღო.  

„ალ-რაია ალ-კატარია” (კატარი): კატარმა, ისრაელის მხრიდან ღაზაში განხორციელებული თავდასხმები დაგმო და გაეროს და გაეროს უშიშროების საბჭოს პალესტინის დაცვისკენ მოუწოდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“:  შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული „რასისკაია გაზეტა“: ლავროვი:  რუსეთი,    აშშ-სგან  მადუროს ძალის გამოყენებით ჩამოგდების გეგმისაგან თავის  შეკავებას მოითხოვს.

რუსული „იზვესტია“:   რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს, (48%) ინტერნეტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიან“: საფრანგეთში საწვავი სავარაუდოთ ისევ გაიზრდება.

„ლე ფიგარო“  (საფრანგეთი): ალჟირი:  ბუტეფლიკას ძმა სამხედრო მოსამართლემ დააპატიმრა.  

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): დაეში-ს ლიდერი ბაღდადი, საფრანგეთს ემუქრება.

გერმანული ინტერნეტ გამოცემა „შპიგელ ონლაინი“: გერმანიაში ამერიკის ელჩი, ბერლინს მოუწოდებს, სამხედრო დანახარჯები გაზარდოს.

გერმანული „დოიჩე რტ“:   ერაყის პრემიერი გერმანიის მხრიდან მიგრანტების დაჩქარებული წესით უკან დაბრუნების წინააღმდეგია.

შვეიცარიული გაზეთი „ბლიკ ჩჰ“: გერმანია იმ პირებზე, რომლებიც წითელას ვაქცინას არ იკეთებენ, ფულადი ჯარიმის დაწესებას ფიქრობს.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): ესპანეთის პრემიერი ნდობის მოპოვებისათვის  სახალხო პარტიასთან  (PP) მოლაპარაკებების დაწყებას დღეს აპირებს.

„ელ-პაისი“ (ესპანეთი): რუსეთი, ამერიკისგან მადუროს მიმართ წამოწყებული ხისტი პოლიტიკის შეწყვეტას მოითხოვს.

„ლა ესტრელა“ (პანამა): პანამის საპრეზიდენტო არჩევნები: არჩევნებში გამარჯვებულმა   ნიტო კორტიზომ განაცხადა, რომ ეს ხალხის გამარჯვება იყო.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები