უცხოური მედია 24.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1188858
უცხოური მედია 24.04.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

გერმანული დოიჩე ველე: შრი ლანკაში განხორციელებულ სისხლიან ტერაქტებზე, რომლებსაც 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა რადიკალურმა DEAŞ-მა აიღო

შპიგელ ონლაინე: კანცლერმა ანგელა მერკელმა, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ზელენსკი გერმანიაში მიიწვია

სატელევიზიო არხი არდ: შრი ლანკას პრეზიდენტმა სერისენამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების თანამშრომლებმა მას არ გაუზიარეს დაზვერვის ინფორმაციები და ამიტომ ამ სისტემის რეორგანიზებას მოახდენს

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ, გოლანის მაღლობზე მდებარე ერთ გორას ტრამპის სახელი მიანიჭა

კატარული ალ რაია ალ კატარია: საუდის არაბეთი, მოტივაციის გამოუცხადებლად ორ თვეზე მეტია რაც ერთ დაკავებულ იორდანელ ჟურნალისტს არ ათავისუფლებს

ლიბანური ალ ჰაიათი: ეგვიპტე აფრიკის სამიტს მასპინძლობს, რომელზედაც სუდანის საკითხს განიხილავენ

ესპანური ელ პაისი: საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერებს შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ, პრემიერ სანჩესს გამარჯვების შანსი გაუზარდა   

ლა ტერკერა (ჩილე): ჩილეს პრეზიდენტმა პინერამ, ოფიციალური მიღება მოუწყო თავის ჩინელ კოლეგა ში ძიანპინგს

მექსიკური ელ უნივერსალი: ავტომანქანის გატაცების მცდელობის დროს წარმოქმნილი სროლების დროს, მანქანაში მძინარე 4 წლის გოგონას ტყვია მოხვდა და დაიღუპა

რუსული საინფორმაციო პორტალი ნოვოსტი:  რუსული S-400 სარაკეტო სისტემის გამო თურქეთთან წარმოქმნილი უთანხმოებიდან გამომდინარე, აშშ-მა შეიძლება თურქეთში მოქმედი თავისი სამხედრო ბაზები საბერძნეთში გადაიტანოს

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ უნი, პუტინთან შესახვედრად ვლადივოსტოკში მატარებლით ჩავიდა

საინფორმაციო პორტალი ობზორპრესი: კრემლის განცხადებით, პუტინის მხრიდან ზელენსკის მილოცვა ჯერ ნაადრევია

ფრანგული ლე მონდი: ტრამპი პირდაპირ შეტევაზე გადადის და ირანულ ნავთობზე მაისიდან მთლიან ემბარგოს აცხადებს

ლე ფიგარო:  კერძო სექტორში დასაქმებულთა ნახევარზე მეტის ხელფასი, თვეში 1789 ევროს აღემატება

 



მსგავსი ინფორმაციები