უცხოური მედია 18.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1185711
უცხოური მედია 18.04.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი „ალშარქ ალავსათ“: ერაყის პრემიერ მინისტრმა რიადში გახსნა გამოფენა სახელწოდებით „ტერორის მიერ განადგურებული ქალაქები“.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): საუდის არაბეთი ქვეყანაში მცხოვრებ პალესტინელებს ავიწროებს (სამსახურიდან გათავისუფლება, ბინადრობის გაუქმება, დეპორტაცია და ა.შ.). 

„ალ-ჰაიათი“ (ლიბანი): ეგვიპტის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ელ-სისის თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდა.

სატელევიზიო არხი „არდ“: ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე: ევროპაში პრესის თავისუფლება გაუარესდა

სატელევიზიო არხი „არდ“: მადეირა: ავტოავარიის შედეგად ავტობუსში მყოფი გერმანელი ტურისტები დაიღუპნენ

„დოიჩე ველე“: მიგრაცია: ევროკავშირი საზღვრების დასაცავად საზღვრებზე მეტ ადამიანს დაასაქმებს

„ელ კომერსიო“, პერუ: ალან გარსიას (ყოფილი პრეზიდენტი) გარდაცვალების გამო პერუში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

„ელ-პაისი“, ესპანეთი: ბრიუსელი შიშობს, რომ ესპანეთში 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეტი არასტაბილურობა იქნება.

„ელ მუნდო“, ესპანეთი: უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ოპოზიციის კანდიდატი სტამბოლის მერად გამოაცხადა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი": რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა განაცხადა, რომ  რუსეთში 19 მილიონამდე ღარიბი ადამიანი ცხოვრობს. მისივე თქმით, სიღარიბის თითოეული შემთხვევა ცალკე უნდა შეფასდეს და კონკრეტული სამუშაო მეთოდები უნდა იქნას მოძებნილი.

რუსული საინფორმაციო ვებ გვერდი Lenta.ru: რუსეთში „ბინძური“ საწარმოებისთვის ახალი გადასახადის შემოღებას გეგმავენ. გადასახადი ჩაანაცვლებს საწარმოების მიერ გამდინარე წყლის გამო გაღებულ გადასახადებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: პუტინმა, ბელგიელი ბიზნესმენს, კომპანია OTEKO-ს მფლობელს მიშელ ლიტვაკს რუსეთის მოქალაქეობა მისცა.

„ლე ტემპსი“ (შვეიცარია): კიმ ჩენ ინი ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდას დაესწრო

„ლე ფიგარო“: გაფიცვა პარიზის საავადმყოფოებში: "ჩვენ ასე არ უნდა ვიმუშაოთ”

„უესტ-ფრონს“: მთავრობას ნოტრ-დამის აღსადგენად მოქანდაკეების მომზადება უნდა



მსგავსი ინფორმაციები