უცხოური მედია 20.03.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1167126
უცხოური მედია 20.03.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:  რუსეთის თავდაცვის მინისტრის სირიაში ვიზიტის დროს დამასკოს მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა.

„ალ მუსთაქბალ“ (ლიბანი): ომანის სასულთნო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ს ტოვებს?

„ალ-რაია ალ-კატარია” (კატარი): გაერთიანებული არაბული ემირატები ფულის გათეთრების მიზნით შვეიცარიაში ბანკის გაყიდვას გეგმავს.

გერმანული „დოიჩე ველე“: ახალ ზელანდიაში განხორციელებული მასიური მკვლელობის შემდეგ - ქრაისთჩერჩის რასიზმი ყველგან.

გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (გერმანია): თურქეთიდან შეთავაზება -  ერდოღანი და შტაინმაიერი ოზილს ქორწილში მოწმეები გახდნენ.

გაზეთი „ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგი“  (გერმანია):  ორი პოლიციელი დაშავდა - PKK-ს მხარდამჭერებმა,  დასავლეთ გერმანიის ტელე-რადიო მაუწყებლობის (WDR) აღება სცადეს.

„ლე მონდე“ (ესპანეთი):  არჩევნების საბჭოს გადაწყვეტილებით, კატალონიის მთავრობის თავჯდომარე კიმ თორრა პოლიტპატიმრების სიმბოლოდ ქცეულ „ყვითელ ლენტებს“  დაწესებულებებიდან თუ არ მოხსნის,    პოლიცია ამას ძალის გამოყენებით განახორციელებს.  

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთის ექსპრემიერი ზაპატერო აცხადებს, რომ მთავრობიდან და ევროკავშირიდან დამოუკიდებლად ვენესუელაში ჩასვლას აპირებს.

„ელ კლარინ“  (არგენტინა): გაერო  და ევროკავშირი,  არგენტინაში ქალთა ძალადობის შესაჩერებლად 600 მილიონ  დოლარის გამოყოფს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“:     ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობებს სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს. მან ყაზახეთის პარლამენტის ორივე პალატის სხდომაზე ფიცი უკვე დადო.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“:    პუტინმა 2019 წლის პირველი გუბერნატორის გადადგომას ხელი მოაწერა. ჩელიაბინსკმა  გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

რუსული საინფორმაციო საიტი „ლენტა.რუ“: რუსეთის პარლამენტში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება „მოსკოვი ახალი გაზის ომისათვის ემზადება“ პროვოკაციად შეაფასეს.

 „ლე ფიგარო“ (საფრანგეთი):    უმწეოდ დარჩენილ ტერეზა მეის ბრექსიტის გადავადება სურს.   

ფრანგული „ლე მონდე“: ისრაელის იუსტიციის მინისტრი წინა საარჩევნო კამპანიას ფაშიზმის ფონზე ეწევა.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები