უცხოური მედია 07.03.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1158847
უცხოური მედია 07.03.2019

 

„ალ შარქ ალ ავსათ“: სირიის აღმოსავლეთით მდებარე დაეშ-ის ბოლო ციხიდან, გვამების სუნი მოდის, ჩარჩენილები კი ბალახებს ჭამენ.

„ალ მუსთაქბალ“ (ლიბანი): პრეზიდენტი ერდოღანი S-400 რაკეტების შეძენაში კატეგორიულია. ერდოღანი: "ამ საკითხში უკან ნაბიჯი არ გადაიდგმება.“

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): კატარი მსოფლიოში თავის პოზიციებს აძლიერებს, ხოლო ქვეყნებში, რომლებმაც დოჰას ალყა შემოარტყეს, რყევებია.“

„ვირთშაფთსვოხე“: თურქეთი - ერდოღანს სურს ინფლაცია 6 -7%-მდე შეამციროს

„დოიჩე ველე“: დიპლომატია: ვენესუელა გერმანიის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ARD: ლტოლვილებს შორის ომის დამნაშავეები - ათასობით გაფრთხილება გათვალისწინებული არ იქნა

„ელ პაისი“: მადურომ გერმანიის ელჩი ქვეყნიდან გააძევა და ევროპასთან დაძაბულობა გამოიწვია. ვენესუელას ლიდერი გერმანელ დიპლომატს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

„ელ მუნდო“: ბასკეთის რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელს ქალთა მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის დანაშაულების რიცხვი 28.7%-ით გაიზარდა.

„ელ კლარინი“: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს ქვეყნის კარნავალთან დაკავშირებულმა გზავნილმა პოლემიკა გამოიწვია, ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს კარნავალის კრიტიკის მსგავსი განზრახვა არ ჰქონია.

„საფრანგეთი 24“: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი: "საჭიროა დაველოდოთ ალჟირში არჩევნების პროცესის განხორციელებას.“

„ლე მონდე“: „Huawei-მ ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა“

„ლიბერასიონი“: "კანადა: პოლიტიკური ქარიშხალი ჯასტინ ტრუდოს ემუქრება“.

რუსული გაზეთი "იზვესტია": რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რუსული თვითმფრინავის სუ -27-ის მიერ აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავის RC-135-ის ბალტიის ზღვაზე თვალთვალზე აყვანის ვიდეო.

რუსული გაზეთი "ნეზავისიმაია გაზეტა": ლავროვი: რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას სიმეტრიულად უპასუხოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ამერიკული რაკეტების განთავსებას.

რუსული საინფორმაციო საიტი „ლენტა.რუ“: აშშ მხარს უჭერს ყირიმის მიმართ ბელორუსიის დამოკიდებულებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ბელორუსის უარი აღიაროს ყირიმზე რუსეთის დომინირება.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები