უცხოური მედია 04.03.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1156438
უცხოური მედია 04.03.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): ალჟირის პრეზიდენტის, ბუტაფლიკას მხრიდან თავისი კანდიდატურის ახლიდან წამოყენებას  საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

აჰბარ ალ ხალიჟი (ბაჰრეინი): ეგვიპტის ყველაზე უმაღლესი სასულიერო პირის, ელ ეზჰერის შეიხის თქმით, მრავალცოლიანობა,  ქალების მიმართ უპატივისმცემლობა და უსამართლობაა

კატარული ალ რაია ალ კატარია: რუსეთ-კატარის მოლაპარაკებების მთავარი თემა სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებაა

გერმანული დოიჩე ველე: გუაიდომ მოსახლეობას, მადუროს წინააღმდეგ მასიური გამოსვლისკენ მოუწოდა

ევრონიუსი: კვიპროსის ღია წყლებში სულ ცოტა 200 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა აღმოჩენილი

ესპანური ელ პაისი: ხუან გუაიდოს განცხადებით, მადუროს მიმართ დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოტანა, მისი “ბოლო შეცდომა“ იქნება.

ესპანური აბჯ-ს ტელეარხი: ბოლივიის ლიდერი ევო მორალესი ცდილობს მთელს მსოფლიოს უჩვენოს, რომ მადურო მარტო არ არის

ფრანგული ლე მონდე: ალჟირის პრეზიდენტმა მე-5 ვადით წამოაყენა თავისი კანდიდატურა

ფრანგული ლიბერასიონი: საფრანგეთის პოლიციას, ქალაქ ბორდოსა და ტულუზაში, ყვითელ ჟილეტიანების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ედება ბრალი

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: უკრაინა მალე აღარ იქნება რუსული გაზის ევროპაში სატრანზიტო დერეფანი

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აშშ-ს მხრიდან მომზადებული ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მომგვარებელი, ე.წ. "საუკუნის ხელშეკრულება" შეაფასა და თქვა: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ პალესტინელებმა ეს შეთანხმება მიიღონ".

რუსული იზვესტია: გერმანიის თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ჩინეთის რაკეტები რუსეთს საფრთხეს უქმნიან

 



მსგავსი ინფორმაციები