უცხოური მედია 28.02.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1154232
უცხოური მედია 28.02.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“: ეგვიპტის დედაქალაქში რკინიგზის სადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა... ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხაშოგის შესახებ გამოძიების საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს თავი აარიდა.

„ალ-ჰაიათი“ (ლიბანი): ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნეთანიაჰუს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი სამიზნე ირანი იყოს.

„ველთი“: 2019 წლის სამოგზაურო ტენდენციები - გერმანელი ტურისტების დაინტერესებამ თურქეთის მიმართ მოულოდნელად ზრდა დაიწყო.

Merkur.de: ტრამპის სიძე, კუშნერი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის განსახილველად ერდოღანს შეხვდა.

„დოიჩე ველე“: იემენის ომში გერმანული წარმოების იარაღი - „გერმანიის ხმის“ კვლევა პოლიტიკურ დებატებს იწვევს

„ელ პასი“ (ესპანეთი): ნიკარაგუის ლიდერმა დანიელ ორტეგამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პირველ დღეს ასამდე პატიმარი დროებით გაათავისუფლა

„ლა ტერკერა“ (ჩილე): ჩილეს პრეზიდენტი პიენერა ხუან გუადიოსთან მჭიდრო კავშირს ამყარებს. მან გუადიო ჩილეში გასამართ პროსურის სამიტზე მიიწვია.

„ულტიმას ნოტისიას“ (ვენესუელა): ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელის მოსახლეობის 92% აშშ-ს სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთმა ვენესუელის შესახებ რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოში წარადგინა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეთი და ისრაელი სირიიდან უცხოური ძალების გაყვანისათვის სამუშაო ჯგუფს შექმნიან.

რუსული გაზეთი „იზვესტია“: რუსეთი 2020-იანი წლების ბოლოს ბირთვულ სადგურიანი ორი საბრძოლო გემის აშენებას გეგმავს.

„ლე პარიზიენი“: ევროკავშირი უცხო ძალების ჩარევის წინააღმდეგ სუსტია.

„ლე მონდე“: მამაკაცისა და ქალის შესაძლებლობების თანასწორობა ვითარდება, მაგრამ არა ყველგან

„ლე ფიგარო“: (საფრანგეთის პრეზიდენტი) მაკრონი: საფრანგეთი-გერმანის წყვილი „თანდათან უახლოვდება ერთმანეთს“



მსგავსი ინფორმაციები