უცხოური მედია 07.02.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1140579
უცხოური მედია 07.02.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ შარქ ალ ავსათ“: ირანმა დაიწყო მოქმედება იმ სიცარიელის შესავსებად, რომელიც ამერიკელი სამხედროების სირიიდან გაყვანის შემდეგ წარმოიქმნება.

„ალ მუსთაქბალ“ (ლიბანი): „ჰეზბოლას“ლიბანის ახალ მთავრობაში შესვლა, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აშფოთებს.

„აჰბარ ალ-ხალიჯი“ (ბაჰრეინი): ნეთანიაჰუს მეტოქე ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ერთი ნაწილიდან გასვლის შესახებ საუბრობს.

T-Online: სტამბოლში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა.

Merkur.de: ერდოღანმა 24 აპრილის სომხების გენოციდის ხსენების დღედ გამოცხადება დაგმო.

„დოიჩე ველე“: გერმანიისათვის ალტერნატიული პარტია სარჩელს შეიტანს გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ორგანიზაციის წინააღმდეგ.

„ელ პაისი“: ვენესუელის ჯარისკაცებმა დაბლოკეს მთავარი ხიდი, რომელიც კოლუმბიას სურს გამოიყენოს ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად.

„ლა ვანგარდია“: გუადიომ ჯარისკაცებს ხიდზე ბლოკადის მოხსნის მითითება მისცა.

„ელ მუნდო“: ესპანეთის მეფის თასზე ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსელონას" და "რეალ მადრიდის" მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): პალესტინელები ღაზაში უკიდურეს გაჭირვებაში არიან.

„ლე მონდი“ (საფრანგეთი):2018 წელში საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მსურველთა ნახევარი აფრიკის ქვეყნებიდანაა.

„ლე პარიზიენი“ (საფრანგეთი): რატომ გამოაცხადა მაკრონმა ეგრეთ წოდებული სომხური გენოციდის ხსენების დღე

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთმა შესაძლოა ამ წლის ბოლომდე შექმნას სახმელეთო სარაკეტო სისტემა ‘Kalibr’-ი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი": ეკვადორზე რუსი ტურისტი მოკლეს.

რუსული გაზეთ "იზვესტია": "ჰილარი კლინტონმა ტრამპის საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება ‘პუტინისთვის მიცემულ საჩუქარად’ შეაფასა".

საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი”: იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები