უცხოური მედია 05.02.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1139035
უცხოური მედია 05.02.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალშარქ ალავსათი“: წარმოშობით პალესტინელი ნეჯიპ აბუ კეილე კატანი, ელ სალვადორის ახალი პრეზიდენტი გახდა.

„ელ-ემარატ ელ-იაუმი“ (გაერთიანებული არაბული საემიროები) გაერთიანებული არაბული საემიროების სახელმწიფოს მეთაურის ორი მოადგილე, დუბაის ემირი და აბუ-დაბის ემირი ქვეყანაში ვიზიტით მყოფ რომის პაპს შეხვდნენ.

„ალ ჰაიათი“ (ლიბანი): ეგვიპტეში საკონსტიტუციო ცვლილებამ თავდაცვის მინისტრის დანიშვნის ფორმაც მოიცვა.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ევროპის მხრიდან გუადიოს მხარდაჭერამ მადურო დიპლომატიურ გაურკვევლობაში დატოვა.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ვენესუელის ოპოზიციას, აშშ-სა და კოლუმბიის მთავრობების დახმარებით

შეიარაღებული ძალების გაყოფა სურს.

„ელ კლარინი“ (არგენტინა): ხუან გიდიომ, რომელმაც თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა, აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ქვეყანაში შეტანაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით მსვლელობას მოაწყობენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: (უკრაინის პრეზიდენტი პეტრო) პოროშენკო აცხადებს, რომ  (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ეუთოს რუს წარმომადგენლებს უკრაინის არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით ქვეყანაში არ შეუშვებენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: აშშ-მა, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

რუსული გაზეთი „იზვესტია“: სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის- თურქეთის - ირანის სამიტი 14 თებერვალს სოჭში გაიმართება.

გერმანული „არდ“: NSU- ის ორგანიზაციის სასამართლო პროცესზე მოსარჩელეთა ერთ-ერთი ადვოკატის სედა ბაშაი-ილდიზის მიმართ მუქარის ახალი წერილი გამოვლინდა. ფრანკფურტის გენერალურმა პროკურატურამ ადვოკატისადმი მუქარის წერილის არსებობა დაადასტურა. მედიის ცნობით, მუქარის წერილი ამჯერად პირდაპირ პოლიციაში გაგზავნეს.

„დოიჩე ველე“: Nord Stream 2-ის პროექტის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება. რუსეთიდან გერმანიამდე გადაჭიმული ბუნებრივი აირის მილსადენის შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნება მიიღებული. პოლონეთი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შიშობენ, რომ ეს პროექტი გერმანიას უფრო დამოკიდებულს გახდის რუსეთზე.

„შპიგელ ონლაინი“: მერკელი ტოკიოშია - მერკელი იაპონიაში 5-ჯერ იმყოფებოდა, ჩინეთში კი 11-ჯერ. ანგელა მერკელი იაპონიის პრემიერმინისტრს შინზო აბეს შეხვდა. მერკელ-აბეს შეხვედრა სიმბოლური მნიშვნელობისაა, თუმცა მას ყურადღებით აკვირდება ჩინეთი.

„ლე მონდე“: რატომ მიჰყვებიან კვალდაკვალ ევროპელები ვენესუელაში დონალდ ტრამპის ნაბიჯებს?

„ლე ფიგარო“: პარიზში ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა.

„ლიბერასიონი“: საფრანგეთში თვითმკვლელობის მონაცემები, სამწუხაროდ, კვლავ მაღალია

ქართული საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი”: თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) ახალი სარეკლამო რგოლი წარმოადგინა, რომელიც ცნობილმა კინორეჟისორმა და პროდიუსერმა რიდლი სკოტმა გადაიღო

ქართული საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი”: იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 25%-ით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები