უცხოური მედია 30.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1135550
უცხოური მედია 30.01.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:  ინტერნეტ საძიებო პორტალი   Google  ტერ ორგანიზაცია, დაეშ-ში  გაწევრიანების აღსაკვეთად,  გოგონებს უთვალთვალებს.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი) კატარმა, კატარმა 2018 წელს კორუფციასთან ბრძოლოს საკითხში 33 არაბულ ქვეყანას შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ლიბანური „ალ-ჰაიათ“: გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა კატარის წინააღმდეგ,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა იმ ბრალდებით,  რომ მათ, გაერთიანებული არაბული საემიროების პროდუქციებზე ემბარგო დააწესეს.

ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიან“: გაბრიელას ქარიშხალი: საფრანგეთის 15 რეგიონში ძლიერი თოვლი და ყინვებია.

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“: საფრანგეთის ეკონომიკის ზრდა  2018 წელს 1,5%-ით შენელდა.

„ლიბერდატორი“:  (საფრანგეთი) ევროპის საბჭო შიშობს, რომ „ყვითელი ჟილეტებიანები“-ს აქციების ჩახშობა შესაძლოა ძალის გამოყენებით მოხდეს.

გერმანული ჟურნალი „ვირტშაფტვოიჩე“: მსოფლიოში კორუფცია იზრდება. ჩატარებული კვლევების მიხედვით დასავლეთ ევროპასთან შედარებით გერმანიის სახელმწიფო დაწესებულებებში კორუფცია უფრო ხშირია.

გერმანული გაზეთი „ბილდი“: გერმანელმა ნაცისტებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში და ბულგარეთში სასროლო წვრთნები გაიარეს.

ტელეარხი „არდ“: პრესტიჟულმა პროექტმა ჩავარდა. გერმანიის და საფრანგეთის თაოსნობით ევროპას სწრაფი მატარებლის წარმოება უნდა დაეწყო, მაგრამ ზოგიერთი ევროპის ქვეყანა ამ პროექტში მონაწილეობისგან თავს იკავებს.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“: ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა შესაძლო. რუსეთ-იაპონიის ომის შედეგები შეაფასა. მისი თქმით, მსგავს შემთხვევაში აშშ, კურილის კუნძულებზე დაუყონებლივ გახსნის ბაზას და სამხედროებსაც განალაგებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ლენტა“: რუსეთის ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში განაცხადა, რომ მოსკოვს ფხენიანისთვის არასოდეს შეუთავაზებია ბირთვული სადგურის აშენება.  

რუსული გაზეთი „იზვესტია“: ნიკოლას მადურო: ვენესუელა რუსეთის და ჩინეთის ყველა დავალიანებას გადაიხდის.

„ულტიმას ნოტიციას“ (ვენესუელა): ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ერთადერთი პასუხისმგებელი აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.  

ესპანური „ელ პაისი“: ესპანეთში უცხოელი ბავშვების შვილად აყვანის ბუმია.

ესპანური „ლე მუნდო“: ესპანეთში,  2019 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანი დასახელდა. იგი, ესპანელი ბიზნესმენი ქალი, სოლ დუარელლა გახლავთ.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები