უცხოური მედია 24.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1132297
უცხოური მედია 24.01.2019

 

თავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): ყატარმა გამოაცხადა, რომ არაბულმა გაერთიანებულმა საემიროებმა 745 საერთაშორისო გადაწყვეტილება დაარღვია.

„ალ შარქ ალ ავსათ“: სუდანმა განაცხადა, რომ თურქეთის, რუსეთის და გაერთიანებული არაბული საემიროების დახმარებას მიიღებს. დახმარებები საწვავისგან, ხორბლისგან და სხვა პროდუქტებისგან შედგება.

„ალ მუსტაკბალ“ (ლიბანი): სირიის რეჟიმმა მოითხოვა, უცხოელმა მხარდამჭერებმა, როგორებიცაა ჰეზბოლა და ირანის ძალები, სირიის არმიის უნიფორმა ჩაიცვან.

გაზეთი „ველთი“-ს ვებ-გვერდი: გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ფართო მასშტაბის ოპერაცია დაიწყო  იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდისტების წინააღმდეგ. გაზეთი "ველთის" ცნობით, გამოძიება დაახლოებით 1.5 წელია მიმდინარეობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციები საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგაა, რომელმაც დიდი რაოდენობით იარაღი შეიტანა გერმანიის ქალაქ ბერლინში ჩეხეთის რესპუბლიკიდან.

„შპიგელ-ონლაინი“:თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთში შეხვდნენ. ორივე ქვეყანას სურს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს.

„ზუდდოიჩე ცაითუნგი“: თურქეთის სუპერლიგაში ბაშაქშეჰირი წინ მიიწევს. დანარჩენი ოთხი დიდი კლუბი ცდილობს ბაშაქშეჰირს დაეწიოს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  ვენესუელელ კოლეგა ნიკოლას მადუროს, ვაშინგტონში მიერ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ხუან გუადიოს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარების შემდეგ, მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი და ანკარა, სირიაში იდლიბში დეესკალაციის ზონაში გააგრძელებენ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და ამისთვის ერთობლივ ღონისძიებებს გაატარებენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმი“: თურქეთმა და ინდოეთმა დაადასტურა ქერჩის სრუტეში 20 მეზღვაურის გარდაცვალების ფაქტი.

“ლიბერასიონი“ (საფრანგეთი): ფრანგები თანდათან ნაკლებად ენდობიან საინფორმაციო წყაროებს.

„ლე პარიზიენ“ (საფრანგეთი): (ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) მიშელ ელიოტ მარი: (პრეზიდენტმა) ემანუელ მაკრონმა კრიზისის საწინააღმდეგოდ საჭირო ზომები არ გაატარა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): ვენესუელა / „საფრანგეთი ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციას გამართავს“ (საფრანგეთის პრეზიდენტი)

„ტელესურ“ (კარაკასი): (ლათინურ ამერიკული მედია): ვენესუელა წყვეტს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ვენესუელაში მიმდინარე (ანტისამთავრობო) საპროტესტო გამოსვლებზე 14 ადამიანი დაიღუპა და 218 დააპატიმრეს.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): მადრიდის ტაქსის მძღოლები (გაფიცულები არიან) ბარახას აეროპორტში შესვლას ართულებენ და ბლოკირებული აქვთ ბარსელონას პროსპექტები.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები