უცხოური მედია 23.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1131336
უცხოური მედია 23.01.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“: საუდის არაბეთი,  ისრაელის პალესტინის მიმართ გატარებულ პოლიტიკას ღიად ეწინააღმდეგება რა, ახალი ებრაელთა დასახლების მშენებლობას  უშიშროების საბჭოც ეწინააღმდეგება.

ეგვიპტური „ალ-აჰრამი“: ეგვიპტე, ევრობანკის მხარდაჭერით აფრიკის კონტინენტზე ინვესტიციების განხორციელებას აპირებს.

ლიბანური „ალ-ჰაიათ“: საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

გერმანული გაზეთი „ბილდი“: აშშ-ში ბიუჯეტის კრიზისმა გამოძიების ფედერალურ ბიურო, FBI-ზეც იმოქმედა. გავრცელებული ინფორმაციით, FBI თარჯიმნებს ხელფასებს ვეღარ უხდის.

გერმანული საინფორმაციო ტელეარხი „ტაგეს შაუ“: ერდოღანი და პუტინი: სტრატეგიულ პარტნიორებზე უფრო მეტნი არიან. პრეზიდენტი ერდოღანი და პუტინი დღევანდელ შეხვედრაზე სირიის საკითხს განიხილავენ.

გერმანული გაზეთი „დოიჩე ველი“: დავოსში ჩასული სტუმრების უმრავლესობამ კერძო თვითმფრინავები გამოიყენა. მაშინ როდესაც სამიტის მთავარი დღის წესრიგი, კლიმატის ცვლილება გახლავთ, გარემოს ყველაზე მეტად დამბინძურებელი ტრანსპორტი გამოიყენეს.  

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“: რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ერდოღან-პუტინის შეხვედრის წინ სატელეფონო საუბარი გამართეს.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და იაპონიის პრემიერ, შინზო აბეს შორის მოსკოვში გამართული პირისპირი შეხვედრა დადებითი შედეგებით დასრულდა.

რუსული გაზეთი „იზვესტია“: თვითმფრინავის გატაცება ავღანეთში: ქალაქ სურგუტში ერთ-ერთმა მოქალაქემ ჯიბის ტელეფონის დახმარებით თვითმფრინავის გატაცება სცადა.

ესპანური „ელ პაისი“: ფილმი „რომა“, რომელიც ესპანურ ენაზეა გაღებული. ოსკარის 10 კატეგორიაშია წარდგენილი.

მექსიკური „ელ უნივერსალი“: მექსიკაში ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდ გაიზარდა.

„ულტიმას ნოტიციას“ (ვენესუელა) ვენესუელის მთავრობამ,  აშშ-სთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობის ხელმეორედ გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“: საფრანგეთში თოვლის უხვმა ნალექმა,   ქვეყნის ჩრდილოეთში და პარიზის შემოგარენში საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა.  

ფრანგული გამოცემა „ლიბერატიონი“: მთავრობა უნებართვო აქციების წინაშე შესაბამისი აკრძალვების შემოღებისთვის ემზადება.

ფრანგული საინფორმაციო ტელეარხი „ფრანცე 24“: ძალადობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი მომღერალი, კრის ბრაუნი გაათავისუფლეს.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები