უცხოური მედია 15.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1125947
უცხოური მედია 15.01.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი: “ანკარას ტრამპის მუქარის არ ეშინია... თურქეთიც მხარს უჭერს სირიის ჩრდილოეთში ბუფერული ზონის შექმნას“

ალრაი (იორდანია): “იორდანიის მეფის ვიზიტი ბაღდადში, ახალი ფურცლის დასაწყისი იქნება ორ ქვეყნის ურთიერთობებში“

ალქუდს ალრაბი (ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი): “ კატარის ემირმა მიიღო კანონი, რომელიც დაიცავს არაბულ ენას და მისი დამრღვევები დაისჯებიან“

ელ პაისი (ესპანეთი): “მემკვიდრეებს, რომელთაც სურთ შეაჩერონ დიქტატორ ფრანკოს საფლავის გადატანა, უზენაესი სასამართლოდანაც უარი ეთქვათ“

ელ უნივერსალი (მექსიკა): “ტრამპის გაფრთხილებისა და მუქარის მიუხედავად ათასობით ჰონდურასელი აშშ-მექსიკის საზღვრებისკენ მიემართება“

ლა ნასიონი (ჩილე): “ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ, შეიძლება ზღვების დონის კატასტროფული ზრდა გამოიწვიოს“

შპიგელ ონლაინი (გერმანია): “ტრამპმა უკან დაიხია...  თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განავითარება სურს“

სატელევიზიო არხი არდ: “8 დიდ აეროპორტში გამაფრთხილებელი გაფიცვები დაიწყო“

“ალპების ზონაში ზვავების ჩამოწოლის საშიშროება არსებობს“

ლა ფიგარო (საფრანგეთი): “ტრამპი თურქეთს ცდის და მისგან საკადრის პასუხებს იღებს“

“ისრაელი, დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე აპარტეიდის გზას ირჩევს“

ლე მონდი (საფრანგეთი): “სტრასბურგის თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: “იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კურილიის კუნძულების საკითხში მათი პოზიცია შეუცვლელია“

რუსული გაზეთი იზვესტია: “ქალაქ შახტში, ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 კაცამდე გაიზარდა“

 



მსგავსი ინფორმაციები