უცხოური მედია 04.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1119144
უცხოური მედია 04.01.2019

შემოგთავაზებთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან:

„დოიჩე ველე“: თურქეთი და ერაყი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ითანამშრომლებენ.

გაზეთი „ჰანდელსბლატი“: თურქეთში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალი დაფიქსირდა.

გაზეთი „ბილდი“:  Apple-მა ერთ დღეში 75 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.

„ელ პაისი“: ესპანეთის მთავრობა ვატიკანში დასაფლავებული  დიქტატორი ფრანკოს საფლავის გახსნის ნებართვას  მოითხოვს.

„ელ მუნდო“: ბოლსონარუ მთავრობაში მყოფ „კომუნისტები“-ს წინააღმდეგ ‘ნადირობა’-ს იწყებს.   

სამაუწყებლო და მედია კომპანია „პრენსა ლათინა“:  მიუხედავად აგრესიისა, ვენესუელა მზად არის ითანამშრომლოს კოლუმბიასთან.

„ელ შარქ ელ ავსათ“: თურქმა სამართალდამცველებმა ქალაქ ბურსაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 12 პირი დააკავეს, რომელთაგან 2 საფრანგეთის მოქალაქეა. ისინი, საფრანგეთის მხრიდან ტერ ორგანიზაცია, დაეშ-თან კავშირის გამო იძებნებოდნენ.

 „ელჰაიათი“: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერით სირიის პრეზიდენტმა  ბაშარ ასადმა  (გარკვეული დროით) თანამდებობა შეინარჩუნა მაგრამ, ინგლისი,  ასადს  საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად პრობლემად მიიჩნევს.

„ალმუათაქბალ“: პომპეო და ნეთანიაჰუ სირიის და ირანის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გაზეთი „ლე პარიზიენ“: „ყვითელ  ჟილეტებიანები“ «მთავრობის წინააღმდეგ  განცხადებებს ამკაცრებენ.»

გაზეთი „ლე მონდ“: « ტერორისტ პიტერ შარიფის გაქცევის პროცესის შესახებ ცნობები »

გაზეთი „ლე ფიგარო“: «2017 წელს Google-მ ბერმუდში  დაახლოებით 20 მილიარდი ევრო გადაირიცხა»

სააგენტო „თასს“: იაპონიის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ პირობა დადო,  რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას და ტერიტორიული საკითხების მოგვარების საკითხს მხარს დაუჭერს.

„ლენტა“:  გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა  დირკ ვიესემ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები