უცხოური მედია 03.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1118451
უცხოური მედია 03.01.2019

 

შემოგთავაზებთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან:

„ელ პაისი“: „ესპანეთის ეკლესიამ, მავზოლეუმიდან, რომელშიც 1975 წლიდან დიქტატორი ფრანკოა დასაფლავებული, მისი ნეშთის ამოღების უფლება არ გასცა.“

„ელ მუნდო“: „ესპანეთის სოციალისტური მშრომელთა პარტიის (PSOE) ამომრჩეველთა ნახევარს კატალონიაში კონსტიტუციის 155-ე მუხლის შესრულება სურს.

„ელ მერკურიო“: „ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ პირობა დადო, რომ აშშ-თან ერთად იბრძოლებს ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ“.

„ელჰაიათი“: „ვაშინგტონი“: აშშ-ის სირიიდან გასვლა ისრაელის მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს.“

„ელ რიადი“: „ტრამპი: არ მაინტერესებს ევროპაში ჩემი პოპულარობა.“

„ელ ქუდუს ელ არაბი“: „აშშ-ის უსაფრთხოების დელეგაცია დღეს თურქეთში გიულენის ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.“

„ლე ფიგარო“: „ბრაზილიაში ‘სიციალიზმიდან გამოხსნისათვის‘ ახალმა მთავრობამ მოვალეობის შესრულება დაიწყო.“

„ლე ფიგარო“: „ევროპამ, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიატოვა, ახალი წელი უნდობლობითა და უთანხმოებით დაიწყო.“

„ლე მონდი“: „სად არის აღმოსავლეთის ქრისტიანების მიმართ დასავლეთის მხარდამჭერი განცხადებები?“

ევრონიუსი-გერმანია: „ახალი ვიდეო კადრები აჩვენებს, რომ ხაშოგის გვამი ჩემოდნებით საუდის არაბეთის გენერალური კონსულის რეზიდენციაში გადაიტანეს.“

გერმანული ეკონომიკური გაზეთი „დოიჩე ვირთშაფთნაჰრიჰთენ“: „ერდოღანი ბუნებრივი აირის ფასებს ამცირებს და მინიმალურ ხელფასს ზრდის.“

საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: "ტრამპმა საბჭოთა კავშირის დაშლა ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლას დაუკავშირა.“

გაზეთ "იზვესტია": "ამერიკელმა ექსპერტებმა ყველაზე საშიში სმარტფონების სია გამოაქვეყნეს ". მოწყობილობის ადამიანზე მავნე ზემოქმედების ოდენობა SAR-ის მაჩვენებელს ემყარება.

„რია ნოვოსტი“: „რუსეთის აუდიტის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ 2018 წელში რუსული შემოსავლების რეალური ზრდა არ აღემატება 0,4% -ს. 2018 წლის ოქტომბერში ოფიციალური პროგნოზი 3.4% იყო.“


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები