უცხოური პრესა 02.01.2019

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1117599
უცხოური პრესა 02.01.2019

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

შემოგთავაზებთ სათაურებს დღევანდელი უცხოური პრესიდან:

გაზეთი „ლე ფიგარო“: „პომპეომ ამერიკის მხარდაჭერის საკითხში ისრაელს გარანტია მისცა“

გაზეთი „ლე პარიზიენ“: „რას აკეთებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო?“

გაზეთი „ლე მონდ“ : «საფრანგეთში 2019 წლის პირველ კვარტალში, 3 მაღალი რისკის რეფორმა»

„ელ პაისი“: „აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ მოვალეობის გადაბარების ცერემონიალზე, სადაც ადგილი ჰქონდა ულტრა მემარჯვენე ცვლილებას, აჩვენეს, რომ ალიანსში არიან. ცერემონიალს ისრაელის და უნგრეთის პრემიერ მინისტრებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ათასობით ადამიანი დაესწრო.

„ელ მუნდო“: „ჟაირ ბოლსონარო ბრაზილიის პრეზიდენტი გახდა და ქვეყნის კორუფციისგან და იდეოლოგიური თამაშებისგან გათავისუფლების პირობა დადო. არჩევნების შემდეგ, ასობით ათასი ადამიანი დედაქალაქ ბრაზილიის ქუჩებში მოწმე გახდა წინა 4 პერიოდის მანძილზე ოთხჯერ ზედიზედ მემარცხენეების გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში ულტრა მემარჯვენეთა გამარჯვებისა.“

საინფორმაციო ვებგვერდი Hay.es: „ახალი წლის მილოცვისას ესპანეთის პრეზიდენტმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ წინსვლისთვის ეს წელი სავსე იქნება შესაძლებლობებით და თანასწორობით და ჰარმონიის, განახლების და სოციალური სამართლიანობის დასადგურების იმედი გამოთქვა.

„ელ პაისი“: „ესპანეთი ვენესუელას ტანკების მოდერნიზებას ახდენს ევროკავშირის ემბარგოს მიუხედავად. მთავრობამ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტანკების განახლება დაამტკიცა.“

„დოიჩე ველე“ თურქული: „ეკონომიკის მინისტრის პეტერ ალტმაიერის ოქტომბერში თურქეთში ვიზიტის შემდეგ დაიწყო მუშაობა არსებული პრობლემების დასაძლევად და თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად.“.

ჟურნალი „შტერნი“: „თურქეთი განაგრძობს შეიარაღების გაგზავნას სირიის საზღვართან“.

ტელეკომპანია „არდ“: „ქალაქ ბოტროპში ქსენოფობმა პიროვნებამ ფეხით მოსიარულეებს მანქანა განზრახ შეაჯახა.“  

გაზეთი "იზვესტია": „ჰორიზონტის მიღმა დავინახეთ: ახალმა რუსულმა იარაღმა დროს წინ გაუსწრო. 2018 რუსული იარაღის წელი იყო. საიდუმლო სისტემები, რომლებიც მითები ეგონათ, უკვე რეალურია“.

საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: „NASA, ამერიკის ხელისუფლების რეაქციის მიუხედავად რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე როგოზონითან ვიზიტისთვის ემზადება.“

„ელაჰრამი“: „ტრამპმა სირიიდან გასვლის პერიოდი ოთხი თვით გააგრძელა.“

 „ელ შარქ ელ ევსათ“: „შეერთებული შტატები აცხადებს, რომ სირიაში ირანის საქმიანობას უპასუხებს”.

„ელ ქუდუს ელ არაბი“: გაზეთი „ინდეპენდენტი“, გაერთიანებული სამეფო, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ საუდის არაბეთთან იარაღის თაობაზე გარიგებას აგრძელებს.“


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები