უცხოური პრესა 11.10.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

824731
უცხოური პრესა 11.10.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკული „ასოსეიშედ პრესით“ რომლის თანახმად, რეჯებ თაიპ ერდოღანმა თურქი უფლებამოსილების მიერ დაკავებულ აშშ-ს საკონსულოში მომუშავეს აგენტი უწოდა და დაამატა, რომ თურქეთს ამგვარი „შიდა საფრთხეების“ წინააღმდეგ საჭირო ნაბიჯების გადადგმის უფლება გააჩნია. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ერდოღანმა დასვა შეკითხვა “ეს აგენტები აშშ-ს საკონსულოში როგორ შეიპარა? თუ არ შეიპარა, ვინ შეიყვანა?“

რუსული „რია ნოვოსტის“ ცნობით, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესრულების გასაკონტროლებლად სადამკვირვებლო პუნქტების შექმნისათვის 8 ოქტომბრიდან სადაზვერვო სამუშაოები აწარმოებს. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა ილდირმმა აღნიშნა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის შექმნილი დიპლომატიური კრიზისის შემდეგ თურქეთის მოქალაქეებზე ვიზის გაცემის შეჩერების გამომცხადებელი აშშ-ის ეს საქციელი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას არ შეეფერება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსნიუსი“-ს თანახმად, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიდ გიულმა უარი განაცხადა ანკარაში ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან შეხვედრაზე, რომელმაც თურქეთის შესახებ თავხედური განცხადებები გაკეთა. ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის ამ პოზიციამ აშშ-ში დიდი გაოცება გამოიწვია.

და ბოლოს, გერმანული DEUTSCHE WELLE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წლევანდელი თურქეთის მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის სავარაუდო ზრდის რაოდენობა 5,1%-მდე, 2018 წლის კი 3,5%-მდე გაზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა  თურქეთის მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის ზრდის მიზეზად პირველ კვარტალში ექსპორტის გაუმჯობესების შედეგად თურქეთის ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად  ზრდა დაასახელა. სსფ-მა, მოსალოდნელი გადასახადების შემცირების არ განხორციელების გამო აშშ-სათვის სავარაუდო ეკონომიკური ზრდა ივლისის ანგარიშში არსებული 2,2% და 2018 წლისათვის 2,3% უცვლელად დატოვა. ევროზონისთვის, იაპონიის, ჩინეთის, ევროპის განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, და რუსეთის კი რევიზირება მოახდინა და გაზარდა.    

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები