უცხოური პრესა 27.09.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

815144
უცხოური პრესა 27.09.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ Voice of America-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გუშინ 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის კრიტიკას დაუთმო და განაცხადა, რომ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობა, თურქეთის გაფრთხილებების მიუხედავად, დაჟინებულად მოქმედებებს რეფერენდუმის საკითხზე და დაამატა: „ისრაელის გარდა, არც ერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მცდელობას მხარს არ უჭერს. რელიგიური და ეთნიკური კუთხით მრავალფეროვან რეგიონში მხოლოდ ერთი ჯგუფის მიერ ამგვარი მცდელობა, სხვა არაფერს ნიშნავს გარდა ახალი კონფლიქტებისა და ტკივილისა.“  

გერმანული Deutsche Welle-ს თანახმად, გერმანიაში 24 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ანგელა მერკელს მიანიშნა, რომ მისი მიგრაციისა და მიგრანტთა პოლიტიკით კმაყოფილი არ არის. ეს კი, ისე როგორც ერდოღანი ხშირად აღნიშნავს, ისლამისა და მიგრაციის მოწინააღმდეგე მემარჯვენე პოპულისტურ, გერმანიისთვის ალტერნატიულ პარტიაზე (AfD) დადებითად აისახა. AfD საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც მეორედ მიიღო მონაწილეობა, 100-მდე დეპუტატით ფედერალურ პარლამენტში სიდიდით მესამე პარტიად შევიდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გერმანიის მთავრობა საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და სტატუსის დაკარგვის, საზღვრებსა და მიგრაციაზე კონტროლის დაკარგვის ფორმის გავრცელებული გრძნობის მოსახსნელად, მიგრანტთა რაოდენობის შემცირებისთვის ყველა შეთანხმების დაცვისათვის ყველაფერს გააკეთებს და ეს კი გერმანიას თურქეთთან თანამშრომლობას აიძულებს.  

რუსული რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსური კომპანია Mastercard-ის 2017 წლის გლობალური სამიზნე ქალაქების ინდექსებს შორის, 30 ქალაქს შოროს, რომლებიც წელს სავარაუდოდ ყველაზე მეტ ტურისტს მიიზიდავს, სტამბოლი მეათე ადგილზე მოხვდა. Mastercard-ის გლობალურ სამიზნე ქალაქების ინდექსების მიხედვით, გასულ წელში 9,6 მილიონი ტურისტის მიმზიდველი სტამბოლი, ევროპის ყველაზე პოპულარულ ქალაქებს შორის მესამე ადგილზეა. 2017 წელში კი ქალაქი, სავარაუდოდ, 9.24 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლებს. აღნიშნული ანგარიში 9 წელი ქვეყნდება და იგი მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის, საზღვრის გადაკვეთის, ტურისტების სამიზნე ქალაქებში დანახარჯების და მგზავრთა რაოდენობის ცვლილებების გათვალისწინებით მზადდება.

და ბოლოს, საერთაშორისო საინფორმაციო არხი CNN იუწყება, რომ ქალაქ ორდუს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე აიბასთის ფერშემბეს იალაღს დიდი რაოდენობით არაბი ტურისტი სტუმრობს. აიბასთის მერმა იზზეთ გუნდოღარმა განაცდა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან წელს იალაღზე დიდი რაოდენობით ტურისტო ავდა, საპრეზენტაციო სამუშაოებმა უკვე ნაყოფი გამოიღო და დიდი ბევრ ტურისტს მასპინძლობენ. გასულ წელში ფერშემბეს იალაღი 500 ათასმა ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტმა მოინახულა, წელს კი ამ ციფრის 700 ათასამდე გაზრდას გეგმავენ. იალაღზე ტურისტების დაინტერესებას ისტორიულ ადგილები და მეანდრები იწვევს.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები