უცხოური პრესა 19.07.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

773584
უცხოური პრესა 19.07.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ თურქულ ამერიკული ვებ პორტალზე გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის მიერ ტერორგანიზაცია PYD-YPG-სთვის მიცემული იარაღი და საბრძოლო მასალა ტერორგანიზაცია PKK-დან იქნა ამოღებული, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს თურქეთის სიმართლეს, როდესაც იძლევა გაფრთხილებას, რომ ისინი სხვადასხვა სახელის მქონე ერთი ორგანიზაციაა. აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთი, სამხრეთით საზღვრებზე სირიიდან და ერაყიდან საფრთხის შექმნის, ძალადობისა და თავდასხმის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შესაბამისად მოქმედებას გააგრძელებს და თურქეთი საზღვრების გასწვრივ ამ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორგანიზაციების PKK/PYD-YPG-ს მეორე ტერორგანიზაცია DEAŞ-თან ბრძოლის მომიზეზებით ლეგალიზება ვერ მოხდება.  

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“-ს თანახმად, პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი კატარსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის კრიზისის აღმოსაფხვრელად სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ვიზიტები 23-24 ივლისს იგეგმება. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, მათ შორს საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა და ეგვიპტემ 5 ივნისს „ტერორგანიზაციების დაფინანსების მოტივით“ კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს.  

რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ რუსულმა ენერგო კომპანია გაზპრომმა 2017 წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე თურქეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22%-ით გაზარდა. საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „2017 წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე თურქეთში, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა გაიზარდა. თურქეთში გატანილი გაზის რაოდენობა 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22%-ით, უნგრეთში 26,6%-ით, სერბეთში 47,9%-ით, ბულგარეთში 12,6%-ით და საბერძნეთში 10%-ით გაიზარდა.“

და ბოლოს, ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს ცნობით, კვიპროსის მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა.  თურქეთმა საბერძნეთი და კვიპროსი გადაჭარბებული მოთხოვნების წამოყენებასა და მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანაში დაადანაშაულა. კვიპროსის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ თურქეთმა საბერძნეთი და განსაკუთრებით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკების საბოტაჟში დაადანაშაულა და გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა: „ საბერძნეთმა ისეთი წინადადება წამოაყენა, რომელსაც თურქეთი არანაირ პირობებში არ დათანხმდება. საბერძნეთი თუ თურქი სამხედროების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილების დატოვებას ფიქრობს ცდება, რადგანაც თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქების უსაფრთხოების გარანტირებას ახდენს და ამის გამო საბერძნეთის მოთხოვნა არაგონივრული და მიუღებელია.“


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები