უცხოური პრესა 21.06.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

757028
უცხოური პრესა 21.06.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ რადიო რუსეთის ხმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ევროკავშირიდან თურქეთში მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდება. ევროკომისიის გაფართოებაზე პასუხისმგებელი წევრი იოჰანეს ჰანი 6 ივლისს თურქეტს ესტუმრება. ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებისათვის 12 თვიანი კალენდარი დადგინდა. 6 მთავრი საკითხისგან შემდგარი კალენდარი საბაჟო კავშირის განახლების, ვიზა ლიბერალიზაციის უზრუნველყოფის მსგავს სათაურთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლასაც შეიცვას.

ირანული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს ცნობით, თურქეთის მიერ რუსეთისგან შესაძენი S-400 სარაკეტო სისტემის საკითხზე  ბოლო ტექნიკური შეფასებები კეთდება. თურქეთი უმოკლეს დროში ბოლო პოლიტიკურ გადაწყვტილებას მიიღებს. თურქეთს მართალია S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემა სჭირდება, მაგრამ მისი ჭეშმარიტი მიზანი ადგილობრივი თავდაცვის სიტემის წარმოებაა. ამ საკითხზე პროგრამები დაიწყო. ეს პროგრამები როგორც კვლევას ასევე შექმნას ითვალისწინებს და ამ საკითხში ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას თურქეთთან თანამშრომლობა სურს. პარიზის საჰაერო და კოსმოსური გამოფენის ფარგლებში ერთობლივი თანამშრომლობისათვის ზოგიერთ ფირმასთან და სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გერმანული „დოიჩე ველე“-ს თანახმად, თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ათენში ვიზიტის ფარგლებში ბერძენს კოლეგას ალექსის ციპრასს შეხვდა. იდლირმი ციპრასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ საბერძნეთში გაქცეულ და თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად არ გადაცემულ ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წევრ მეამბოხეებზე ისაუბრა. ილდირიმმა დასძინა: „ჩვენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გადატრიალების მომწყობი პირების ექსტრადირება გვსურს. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, მაგრამ გვსურს რომ მეამბოხეებმა საბერძნეთსა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებს დარტყმა არ მიაყენონ.“

და ბოლოს, რადიო ამერიკის ხმის ინფორმაციით, ჟენევაში 28 ივნისს გასამართი კვიპროსის მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ბოლო შესაძლებლობად ითვლება. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოს KKTC მიაჩნია, რომ თურქეთის დედასამშობლოს ცალმხრივად ჩარევის უფლების არ შემცველი საგარანტიო სისტემა, გარანტიის სისტემა არ იქნება. ამ საკითხზე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს მთავრობა უაღრესად მომთხოვნია. თურქული მხარე აცხადებს, რომ თურქეთის პოლიტიკის და გარანტიორობის არც ერთი უფლება ბერძნული მხარის უნდობლობის გამომწვევი საკითხი არ არის. კვიპროსის თურქი მოსახლეობა კუნძულზე ბერძნების გავლენის ქვეშ შესვლის რისკს არ და კუნძულის სუვერენიტეტსა და თანასწორობაზე დამყარებულ პარტნიორობის გარდა სხვა ფორმულას არ დათანხმდება. მოკლედ, საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ კვიპროსის კუნძული ისე როგორც არასოდეს, ამის შემდეგაც არასოდეს იქნება ბერძნული კუნძული. თურქული მხარის განცხადებით თუ ასეთ შეთანხმებაზე დათანხმდებიან, ისინიც თანახმა იქნებიან თუ არა და ყველამ თავისი გზით იაროს.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები