უცხოური პრესა 31.05.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

743013
უცხოური პრესა 31.05.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ბრიუსელში ევროპის უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირაში პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალ ტუსკთან და ევროკომისიის თავმჯდომარე  ჟან კლოდ იუნკერთან შეხვედრამ დადებითად ჩაიარა, თუმცა ახალი შეთანხმება მიღწეული არ იქნა. შეხვედრაზე ორივე მხარემ  დღემდე ცნობილი პოზიციები დაიკავა და ევროკავშირი თურქეთთან წელს საშუალო და უმაღლესი დონის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.   

გერმანული Deutsche Welle-ს თანახმად, გერმანელი იუმორისტის ჟან ბოჰმერმანის წინააღმდეგ დაწყებულ იურიდიულ პროცესს რ. თ. ერდოღანის ადვოკატი მუსტაფა ქაფლანი გაუძღვება. მუსტაფა ქაფლანი, (გერმანიაში 2000-2007 წლებში 10 ადამიანის, მათ შორის 8 თურქის მკვლელობაში დადანაშაულებული რადიკალურად მემარჯვენე ტერორგანიზაცია ნაციონალისტური სოციალისტური იატაკქვეშა (NSU)-ს წევრების სასამართლო დავის) ადვოკატებს შორის არის. კიოლნში მოღვაწე ადვოკატი მუსტაფა ქაფლანი გერმანელი იუმორისტის ბოჰმერმანის წინააღმდეგ აღძრულ პროცესში პრეზიდენტ ერდოღანის წარმომადგენელი იქნება.

რუსული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება, რომ რუსეთის სახელწმიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა MS-21 ტიპის პირველი საცდელი ფრენის გამო ვიცეპრემიერს დიმიტრი როგოზინსა და „ირკუტი“-ს თანამშრომლებს მიულოცა. პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 10 მარტს პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ MS-21 ტიპის რუსული სამგზავრო თვითმფრინავით დაინტერსებულნი არიან. კომპანია „ირკუტი“-ს წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ზოგიერთ თურქულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები აქვთ. MS-21 კომპანია „ირკუტ“-მა შექმნა, იგი 150-212 მგზავრე გათვლილი მოკლე და საშუალო მანძილის ორ ძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

ამერიკული საინფორმაციო პორტალის Turkishny-ის ცნობით, თურქეთის ავიახაზების შვილობილი კომპანიის Turkish Seat Industry-ს მიერ წარმოებული სავარძლების Boeing 737-ის თვითმფრინავების შემდეგ გრძელ მანძილიან 777-300ER-ებში გამოყენებაც დაიწყეს. კაბინის ეკონომ კლასის პირველი ადგილობრივი წარმოების სავარძლის მქონე TC-LJK-ედ რეგისტრირებული თვითმფრინავი 777-300ER ფლოტში შევიდა. THY Teknik-ისა და Assan Hanil-ს პარტნიორობით შექმნილი Turkish Seat Industry, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციით ამოქმედდა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები