უცხოური პრესა 19.04.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

716113
უცხოური პრესა 19.04.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ბერძნული გაზეთის Newsbeast-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ კვირას ჩატარებული ახალი სახელისუფლებლო სისტემის მომცველი რეფერენდუმის შედეგების საეჭვოდ წარმოჩენის მცდელობები არაფრის მომტანია. ილდირიმის თქმით, მოსახლეობამ თავისი ნება საარჩევნო ყუთთან გამოხატა, კამათი დასრულდა და ყველამ პატივი უნდა სცეს შედეგებს.  

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო როიტერის თანახმად, ევროინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის უბეჭდო ბიულეტენების ჩათვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული კომენტარები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და დასძინა: „უმაღლესი საარჩევნო საბჭოს უბეჭდო ბიულეტენების აღიარების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება შეცდომაა.“ მისივე თქმით, ევროპის ზოგიერთი სახე რეფერენდუმს ევროპა-თურქეთის ურთიერთობების დასასრულად უყურებს და ამგვარი განცხადებები აჩვენებს, რომ მოკლებული არიან დემოკრატიულ კულტურას.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს თანახმად, თურქეთმა გამოავლინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე დასაკვირვებლად გაგზავნილ დელეგაციაში შემავალი გერმანის მემარცხენე პარტიის წევრი ანდრეი ჰუნკო, მოღალატე და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს  მხარდამჭერია. ამგვარად, ევროპელი დამკვირვებლები მიუკერძოებელი არ აღმოჩნდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ  ტვიტერით ჰუნკოს PKK-ს დროშით გადაღებული ფოტო გაავრცელა და აღნიშნა: „ჰუნკო, რომელიც ტერორგანიზაცია PKK-ს სიმბოლოთი პოზირებს, ევროკომისიის საარჩევნო დამკვირვებელია. მისგან უნდა ველოდეთ მიუკერძოებლობას?“ კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროსაბჭოს პარლამენტართა ასამბლეის სახელით ჰუნკო დამკვირვებელი გახლდათ.    

და ბოლოს, იტალიური გაზეთის Il Messaggero-ს ინფორმაციით, იმისათვის, რომ თურქეთს სწორად გაუგოს დასავლურმა სამყარომ იგი ობიექტური უნდა იყოს. ევროპის ქვეყნები თუ პოლიტიკურ ეჭვიანობასა და უცოდინარობას მოიშორებენ, იმედი გაჩნდება იმისა, რომ თურქეთთან უფრო ადვილად შესძლებენ ურთიერთობების დამყარებას. დასავლეთმა თურქეთის სოციოლოგიური სტრუქტურისა და გეოგრაფიული მდებარეობის საკითხზე მცდარი მოსაზრებები თავად უნდა მოიშოროს. დასავლეთი ვალდებულია განსაკუთრებით ტერორთან ბრძოლის საკითხში თურქეთის გულწრფელი ბრძოლა გაიგოს, რადგანაც სირიისა დ ერაყის მსგავს ტეროგანიზაციების მიერ თავშეფარებულ ქვეყნებთან აქვს საზღვრები. ამ რთულ ეტაპზე თურქეთთან უფრო კარგი ურთიერთობები თუ დამყარდება უფრო მეტი იქნება შანსი თურქეთის გამარჯვებისა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები