უცხოური პრესა 05.04.1017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

706163
უცხოური პრესა 05.04.1017

მიმოხილვას ვიწყებთ კატარის საზოგადოებრივი მაუწყებლის AL JEZEERA-ს თურქული საინფორმაციო საიტით, რომელშიც ერდოღანის მხრიდან ერაყის ქალაქ კირკუკის  შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ერაყის კირკუკის პროვინციაში სახელმწიფო დროშასთან ერთად ერაყის ქურთისტანის მთავრობის (IKBY) დროშის აღმართვა დიდი შეცდომაა. მან ამის შესახებ ქალაქ ზონგულდაქში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. „კირკუკში ერაყის სახელმწიფო დროშასთან ერთად მეორე დროშის, ე.ი. ქურთული რეგიონის დროშის აღმართვას არასწორ ქმედებად მივიჩნევ, იმ დროშის მეპატრონეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ასეთი ქმედება სეპარატიზმია. ამიტომ მათ მოვუწოდებ, ეს შეცდომა დროულად გამოასწორონ,“ განაცხადა ერდოღანმა, აღნიშნავს ალ-ჯაზირა.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ  სატელეფონო საუბარი გაიმართა რა,  ერდოღანმა  სირიის ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმა არაადამიანურ ქმედებად შეაფასა. ერდოღანმა პუტინს ასევე განუცხადა, რომ მსგავსმა ქმედებებმა  ასტანის მოლაპარაკებები შეიძლება დააზიანოს, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესანარჩუნებლად ერთობლივი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. 

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო REUTERS-ის ცნობით, თურქეთმა, სირიის ქალაქ იდლიბში გუშინ მომხდარი ფაქტი გაეროს შეთანხმების დარღვევად და  ომის დანაშაულად შეაფასა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაკეთებული განცხადების თანახმად, მათ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის მიზნით დროულად მოქმედებისკენ მოუწოდეს.

გერმანული სამაუწყებლო BERLINER MORGENPOST-ი წერს, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ტურ ოპერატორი TUI-მ, გერმანიაში ასეთი კითხვით:  „გერმანელი ტურისტებისთვის დაბალ ფასებში ყველაზე კომფორტული დასვენება  სად შეიძლება?“  გამოკითხვა ჩაატარა და გამოკითხულთა უმეტესობამ  თურქეთი დაასახელა.   


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები