უცხოური პრესა 29.03.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

701426
უცხოური პრესა 29.03.2017

მიმოხილვას ვიწყებთ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო „news agency-ით, რომელშიც,  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის დასრულების თარიღზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის   ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეთ არსლანმა, ერთ-ერთ კერძო ტელევიზიაში დღის წესრიგის შეფასების დროს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლოსათვის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დასწრებით შევა ექსპლუატაციაში. მინისტრმა ინტერვიუს დროს ამ პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ინგლისის დედაქალაქ ლონდონიდან დაძრული მატარებლის მგზავრები ვაგონიდან გადმოუსვლელად  პეკინამდე უპრობლემოდ ჩააღწევენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“, თურქეთის ვიცე პრემიერ ნუმან ქურთულმუშის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია პკკ-ა, თურქეთში, 16 აპრილს გასამართ რეფერენდუმისთვის ქურთულ მოსახლეობაში „არა“-ს თქმისათვის ზეწოლას ახორციელებს. ქურთულმუშმა ქალაქ ორდუში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს დასძინა, რომ მიუხედავად პკკ-ს მხრიდან დიდი ზეწოლისა, ქურთი ხალხი რეფერენდუმში „დიახ“ ხმას მისცემს.

ამერიკული საინფორმაციო პორტალის „Türkishny“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზები (THY) აშშ-ში განსახორციელებელ ფრენებში უფასო ინტერნეტ მომსახურებას 31 მარტიდან დაიწყებს. ამის შესახებ ავიახაზების გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით თურქულ და ინგლისურ ენებზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ში წასასვლელად  თურქეთის ავიახაზების  გამომყენებელ მგზავრებს,  თვითმფრინავში 31 მარტიდან ლეფტოპები დაურიგდებათ და ასევე უფასო ინტერნეტის გამოყენების საშუალებაც ექნებათ.“

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, 16 აპრილს გასამართი რეფერენდუმის წინ, ქარამანის პროვინციაში ჩატარებული მიტინგის დროს, ევროკავშირი თურქეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა და ამისათვის გააფრთხილა. „თურქეთს არავისთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ, ის ვინც კრიზისის შექმნას ცდილობს, ამის უფლებას არ მივცემთ. ევროკავშირი თურქეთს სრული გაწევრიანებისათვის  54 წელია რაც ალოდინებს, ევროპას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ,  ჩვენ შიდა პოლიტიკაში ნუ ერევით, თქვენ თქვენ საქმეს მიხედეთ,“ განაცხადა ილდირიმმა, წერს რია ნოვოსტი.  

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები