უცხოური პრესა 25.01.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

658890
უცხოური პრესა 25.01.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა სამშაბათს მოზამბიკში ვიზიტისას განაცხადა, რომ გასულ წელში თურქეთში გადატრიალების მცდელობაზე პასუხისმგებელი ფეტულას ტერორგანიზაცია/FETÖ მსოფლიოში იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებენ, შესაძლოა სახელმწიფო დაწესებულებებში შეაღწიოს. ერდოღანმა ასევე დასძინა: „მოზამბიკის გარკვეულ ადგილებში არსებულმა და მსოფლიოს ოთხივე კუთხეში გავრცელებულმა ამ ორგანიზაციამ, ისე როგოც ჩვენს არმიაში, უშიშროების ძალებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში შეაღწია, შესაძლოა აქაც იგივე გააკეთოს. მინდა რომ ეს იცოდნენ. ეს მეგობრულად და ძმურად გაკეთებული თხოვნაა.“

იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ანსა“-ს თანახმად, რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი დაკვირვების მექანიზმის შექმნის გადაწყვეტილებისათვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოლაპარაკებებში მონაწილე სამი ქვეყანა, ერთობლივ დეკლარაციაში ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებისათვის „გავლენის“ გამოყენების პირობას დებენ. აქვე კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ სირიაში კონფლიქტი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული დებულებების საფუძველზე მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს და სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა სცენ. აღნიშნული ქვეყნები დეკლარაციაში აღნიშნავენ, რომ 8 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩასატარებელ  სირიის თაობაზე მოლაპარაკებებს მხარს უჭერენ და მზად არიან DEAŞ-ისა და ფეთჰ ელ შამის (ყოფილი ელ ნუსრა) მსგავსი სირიაში არსებული ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ერთად საბრძოლველად.  

რუსული რია ნოვოსტი იუწყება, რომ სირიის ოპოზიციის დელეგაციის თავმჯდომარემ მუჰამედ ალუშმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ასტანის სირიის მოლაპარაკებები სირიის არაბულ სახელმწიფოში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისათვის საძირკველის მომზადებას დაეხმარება. მან ასევე დასძინა: „რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, 30 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობები ავიღეთ. ახალ კი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცებისა და საკონსტიტუციო საძირკველის შესაქმნელად აქ ჩამოვედით.“ ალუშის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელებმა ასტანაში მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების კონტროლის მექანიზმია შესული და ამ დოკუმენტის ერთი ასლი გარანტორ თურქეთს, ასევე რუსეთსა და გაეროს გადასცეს.

და ბოლოს, ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა თურქმა კოლეგამ  მევლუდ ჩავუშოღლუმ ასტანაში სირიელ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ლავროვმა და ჩავუშოღლუმ სირიის სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის პირდაპირი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ სირიაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაა. ლავროვმა და ჩავუშოღლუმ ამასთანავე ამ მოლაპარაკების წარმატებით ჩატარების და ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საკითხზე სირიელ მხარეებთან მოლაპარაკების გაგრძელების საკითხზე შეთანხმებას მიაწიეს.“


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები