უცხოური პრესა 11.01.2017

უცხოური პრესის მიმოხილვა

648880
უცხოური პრესა 11.01.2017

მიმოხილვას ვიწყებთ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSAmed-ის ინფორმაციით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა ჯერეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის ზაფხულში წამოყენებული ინიციატივა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში. მისი თქმით, ქვეყნისათვის სასარგებლო მიგრანტებისათვის მოქალაქეობის მინიჭებას აპირებენ. ერდოღანი: „დღეს სამ მილიონზე მეტი სირიელი და ერაყელი მიგრანტი აფარებს თურქეთს თავს. მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათთვის მოქალაქეობის მინიჭებისთვის შესაბამის   სამუშაოებს აწარმოებს.“

 

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო როიტერის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე შეთანხმდნენ. ლავროვ-ჩავუშოღლუს შორის  გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს სირიაში არსებული ბოლო მდგომარეობა და თვის ბოლოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დასაწყები სირიის საკითხის შესახებ მოლაპარაკებების თემა განიხილეს. გარდა ამისა მხარეებმა ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობაც განიხილეს, აღნიშნავს როიტერი.  

სამხრეთ კვიპროსის  ბერძნული მმართველობის ორგანოს გაზეთი  FİLELEFTHEROS-ი წერს:  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კვიპროსის საკითხის მოლაპარაკებებს მიზნობრივად აბრკოლებს, მაგრამ ანკარა კვიპროსის გარანტიაზე უარს მაინც არ იტყვის. მისივე თქმით ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებიდან რა შედეგიც არ უნდა გამოვიდეს, თურქეთი კვიპროსელ თურქებს დაუცველად არ დატოვებს. გაზეთისვე ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ ამის შესახებ განცხადება ანკარაში მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

და ბოლოს აშშ-ში გამომავალი TURKISH NY İNTERNET საიტი იუწყება, რომ  მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში  17-20 იანვარს უნდა გაიმართოს, თურქეთის სახელით ვიცეპრემიერი მეჰმედ შიმშექი დაესწრება. დავოსში ჩატარებულ ფორუმს 30-ზე მეტი ქვეყნის მეთაური და 70-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტი უმაღლესი რანგის წარმომადგენელი დაესწრება. დავოსის ფორუმზე ასევე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს შორის  პირისპირი შეხვედრებიც იმართება.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები