უცხოური პრესა 04.01.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

644057
უცხოური პრესა 04.01.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ რადიო რუსეთის ხმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობები გამოასწორა, ერაყთან კავშირების განსამტკიცებლად ნაბიჯების გადადგმისათვის ემზადება. პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი 5-6 იანვარს ერაყში ჩავა. ილდირიმი ბაღდადში ერაყის პრემიერს ჰაიდარ ალ აბადის, ერბილში ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის (IKBY) ხელმძღვანელს მესუთ ბარზანის შეხვდება. ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურქეთი გარშემო პრობლემებს სათითაოდ გადაჭრის და გზას გააგრძელებს. ილდირიმის ერაყში ვიზიტის დროს განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები, ახალი დიალოგის პერსპექტივა და განსაკუთრებით ერაყში ტერორის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა და ამ ბრძოლის ფარგლებში ერაყის მომავალი.   

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო როიტერის ცნობით, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალი ხელისუფლება ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-სთვის იარაღის მიწოდებას შეაჩერებს და დაამატა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამგვარი იარაღის მიწოდებაზე. ილდირიმის თქმით, აშშ-მა არ უნდა დაუშვას თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ტერორგანიზაციის გამო  ჩრდილი მიადგეს. ანკარა ვაშინგტონის მიერ სირიაში PYD-ს წევრი ტერორისტების მხარდაჭერის გამო უკმაყოფილოა. თურქეთის მთავრობა ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ერთ ტერორგანიზაციასთან ბრძოლაში სხვა ტერორგანიზაციისათვის დახმარება მცდარია. აშშ კი ტერორგანიზაცია PYD-ს სირიაში თავისი ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.   

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს თანახმად, თურქმა უფლებამოსილებმა სტამბოლში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, სოციალური ქსელებით გავრცელებული სიძულვილის შემცველი გზავნილების წინააღმდეგ მუშაობა დაიწყეს. ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში 347 ანგარიშის შესახებ გამოძიება დაიწყო. პრემიერმინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოციალურ ქსელებში მაპოლარიზებელი ინფორმაციები ტერორს აძლიერებს, ამგვარი ინფორმაციები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და უფრო მეტიც, დანაშაულს წარმოადგენს. მისივე თქმით, პროვოკაციული მიზნებისათვის გამოყენებულ ყველა ანგარიშს თვალყურს ადევნებენ.   

და ბოლოს, იტალიური გაზეთ ლა რეპუბლიკას ცნობით, თურქეთის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების იტალიელმა ტექნიკურმა დირექტორმა ჯიოვანი ჯუდეტიმ განაცხადა, რომ ახალი წლის ღამეს სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სტამბოლს არ დატოვებს და ეროვნული ნაკრების წვრთნებისათვის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ჯუდეტიმ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დატოვა და თურქეთის ქალთა ფრენბურთის ნაკრებთან გააფორმა ხელშეკრულება და დასძინა, რომ სტამბოლიდან არსად წავა. იტალიელი ტექნიკური დირექტორის თქმით, მსოფლიოში ყელა ქვეყანა ასეთივე რისკის ქვეშაა და ამ ქალაქში შესაძლებელია საუკეთესოდ იცხოვრო.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები