უცხოური პრესა 14.12.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

630281
უცხოური პრესა 14.12.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დღიდან დღემდე თურქეთთან დაკავშირებით პირველად დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. კავშირის წევრმა ქვეყნებმა სამშაბათს ჩატარებული შეხვედრისა და შეფასებების შედეგად, ავსტრიისა და ევროპის პარლამენტები თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ამგვარად, ევროკავშირმა, ბრიუსელში გამართულ მინისტრთა შეხვედრაზე თურქეთს კარი არ დაუხურა და დიალოგის გაგრძელების გადაწყვტილება მიიღო.

ინდოეთში გამომავალი გაზეთი „ჯანსატა“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „PKK დასავლეთისგან მიღებულ იარაღს არა DEAŞ-ის, არამედ თურქეთის წინააღმდეგ იყენებს“, რომლის თანახმადაც, დასავლური ქვეყნები ტერორგანიზაცია PKK/PYD-ს სხვა ტერორისტულ ორგანიზაცია DEAŞ-თან საბრძოლველად იარაღს აძლევენ. მაგრამ PKK ამ იარაღს არა DEAŞ-ის წინააღმდეგ, რომლისაც დასავლეთს ეშინია, არამედ თურქეთის წინააღმდეგ იყენებს. ტერორგანიზაცია ტერორისტულ აქტებს მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, მათთვის DEAŞ-თან ბრძოლის გამბედაობის მიმცემი ძალები (დასავლეთი) სხვა ტერორისტულ ჯგუფებს საბრძოლო მასალას ურიგებს. ამგვარად, ღიად მჟღავნდება დასავლეთის ორპირი პოლიტიკა. სინამდვილეში დასაფიქრებელი საკითხი შემდეგია: იმ ქვეყნების საეჭვო მოქმედება, რომლებიც მუდმივად ამბობენ, რომ ტერორს ებრძვიან. ერთის მხრივ, ტერორიზმის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, მეორეს მხრივ ფინანსურ, სამხედრო და იარაღით დახმარებს უწევენ. თუ მსოფლიოს მასშტაბით  ტერორიზმი გონებადაკარგულ ქმედებებშია, ამას შესაძლოა მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდეს, ორპირული ან სამპირული ქმედებები. ამის ყველაზე ახალი მაგალითი სტამბოლში მომხდარი ტერაქტია.

აზერბაიჯანული გაზეთის „იენი მუსავათი“-ს თანახმად, ბოლო 35 წლის მანძილზე თურქეთში 35 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გახდა ტერორგანიზაცია PKK-ს მსხვერპლი. თურქეთი წლებია ტერორგანიზაციას ებრძვის. PKK-ს იარაღს აძლევს და მის უკან  დგას ის ქვეყნები, რომლებსაც თურქეთის განვითარება არ სურთ. ამას ვერავინ უარყოფს. ვერც ერთი ტერორისტული ჯგუფი ლოჯისტიკური მხარდაჭერისა და იარაღის მიღების გარეშე ტერაქტს ვერ მოაწყობს. PKK ტერორისტების რაოდენობის გაზრდას გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების ძალის გამოყენებით მთაში აყვანით ცდილობს. მიუხედავად ამისა ტერორგანიზაციაში გაწევრიანება ბოლო 1 წელიწადში მკვეთრად შემცირდა. კარგით და ამდენი ასაფეთქებელი ნივთიერებას, იარაღს, რაკეტას, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებს, საკვებს, საბრძოლო მასალას ტერორისტები საიდან იღებენ? PKK-სთვის ყველა სახის მხარდაჭერის აღმომჩენი ქვეყნების ნამდვილი მიზანი თურქეთის დანაწევრება და დასუსტებაა, მაგარმ ამას ღიად არ ამბობენ.  

და ბოლოს, ფრანგული ყოველდღიური გაზეთის Liberation-ის ცნობით, აშშ-ში იანვარში დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტობის გადაბარების შემდეგ ჩანს, რომ თურქეთი ამერიკის ძლიერი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორი გახდება. ამერიკულ Breibart News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა ხაზგასმით ისაუბრა სტამბოლის მიმზიდველობაზე და დასძინა, რომ ამ მიმზიდველ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი უძრავი ქონება აქვს. სტამბოლის ევროპის მხარეზე ერთი 37 და მეორე 39 სართულიანი Trupm Tower-ები შიშლიში 2012 წელში ააშენებს. ტრამპს როგორც ბიზნესმენს არასოდეს დაუმალავს, რომ თურქეთი მომგებიანი ქვეყანაა. მან ინვესტიციები განახორციელა სტამბოლსა და იზმირში. ტრამპმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. ერდოღანმაც ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები