უცხოური პრესა 07.12.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

625694
უცხოური პრესა 07.12.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს მეირ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთი და რუსეთი ურთიერთობების ეკონომიკაში თანამშრომლობით გაძლიერებს ისახავენ მიზნად. პრემიერმა ბინალი ილდირიმმა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობთ ასაგები აქქუიუს ბირთვული სადგურის პირველი ფაზა 2023 წელს ამოქმედდება. პუტინმა კი იმედი გამოთქვა, რომ ბინალი ილდირიმის ვიზიტით ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო კავშირებს ახალი იმპულსი მიეცემა. პუტინმა ასევე ილდირიმს მადლობა გადაუხადა თურქული ნაკადის პროექტის მხარდაჭერის გამო. თურქული ნაკადის პროექტით 2019 წლიდან რუსული ბუნებრივი აირის შავი ზღვის გავლით სამხრეთ ევროპას მიეწოდება.

რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ტერორგანიზაციები შეიქმნენ გარემოში, სადაც მნიშვნელოვან რეგიონალურ პრობლემებს უწყვეტი ფორმით ყურადღებას არ აქცევენ. მისივე თქმით, PKK/PYD-ს, DEAŞ-ს, ალ ქაიდას, ბოკო არამის მსგავსი ტერორგანიზაციები იმ რეგიონალური პრობლემების გამო წარმოიქმნნენ, რომლებიც ათეულობით წლებია გრძელდება. ილდირიმმა აღნიშნა, რომ რეგიონალური პრობლემების დროულად მოგვარების შემთხვევაში დღეს არსებული უარესად არეული ვითარების აღკვეთაა შესაძლებელი. თურქეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ტერორგანიზაციები მთელი კაცობრიობისათვის სხვა პრობლემებსაც ქმნიან, რეგიონალური პრობლემები ყურადღების არ მიქცევის შემთხვევაში ადრე თუ გვიან გაიზრდება და გლობალურად გადაიქცევა.

ამერიკული ყოველდღიური გაზეთი The Washington Post აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „პრესის თავისუფლებაში დასავლეთის ორპირობა“, რომლის თანახმადაც, თურქეთმა პრესის თავისუფლების საკითხზე მსოფლიოსათვის მუდმივად მითითებების მიმცემი ევროპისა და აშშ-ის ორპირობაზე გაამახვილა ყურადღება. პრესისა და ინფორმაციის გენერალური სამმართველოს მიერ უცხოელი ჟურნალისტებისათვის გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში საფრანგეთისა და ინგლისის მსგავს ქვეყნებში ტერორიზმთან მკაცრი ბრძოლის კანონების საკითხზე და უფლებამოსილების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლაზეა საუბარია და მოყვანილი მაგალითები.  

და ბოლოს, გერმანული გაზეთის Der Tagesspiegel-ის თანახმად, მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები ევროპის ლიდერების დღის წესრიგის თემა იქნება. ბრიუსელში გასამართ ევროკავშირის სამიტზე კავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა შეთანხმების ამოქმედების საკითხზე ვითარების შეფასება გაკეთდება. სამიტზე პირველ ეტაპზე ევროკავშირსა და თურქეთის შეთანხმების ბოლო ვითარებას განიხილავენ რადგანაც ანკარა მიგრანტების ხარჯების კუთხით დაპირებული 6 მილიარდი ევროს საკითხზე ხშირად საუბრობს. ევროკავშირის წრეები ვარაუდობს, რომ მერკელი და მისი გუნდი მიგრანტთა შეთანხმებას დაჟინებით მოითხოვენ.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები