უცხოური პრესა 02.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

602066
უცხოური პრესა 02.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთმა ერაყთან სასაზღვრო რეგიონში ტანკები გადააგზავნა. სააგენტო სამხედრო წრეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამშაბათს დედაქალაქ ანკარიდან კორტეჟი საზღვრიდან 30 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სილოპისაკენ დაიძრა. თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა საკითხთან დაკავშირები განაცხადა: „თურქეთი ვალდებულია ყველა სახის შესაძლებლობისათვის მოემზადოს. ამ მოსამზადებელი სამუშაოების ერთი ნაწილი სწორედ ეს არის.“ მისივე თქმით, თურქეთი თავის ტერიტორიაზე ტერორის ებრძვის და ამავდროულად საზღვრის ერაყის მხარეზე მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. 

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ს თანახმად, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა სამშაბათს განაცხადა, რომ თუ ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწევენ, თურქეთის მთავრობამ შესაძლოა სიკვდილით დასჯის „შეზღუდული“ ამოქმედების წინადადება წამოაყენოს. ილდირიმმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუ პარტიებს შორის შეთანხმება მიიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რეგულაციის ამოქმედება, თუმცა დეტალებზე და თარიღზე არ ისაუბრა. ილდირიმმა დასძინა, რომ ასეთი კანონი კონსტიტუციასთან არის დაკავშირებული და დაამატა, რომ ხალხის მოთხოვნაზე თვალს ვერ დახუჭავენ. 15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობაში მონაწილე მეამბოხეებისათვის დღის წესრიგში ჩამდგარი სიკვდილით დასჯის სასჯელის ისევ ამოქმედების მომთხოვნ ხალხს პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა სამშაბათს განუცხადა, რომ „ღმერთმა ქნას მალე მოხდეს.“

ამერიკული TURKISHNY აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „თურქეთი ტერორის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას“, რომლის თანახმადაც, ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა სატელევიზიო არხ Bloomberg HT-ის ეთერში აქტუალურ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამჟამად თურქეთი ტერორის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას და თურქეთის პარტნიორებმაც საჭიროა ეს კარგად გაიგონ. შეკითხვაზე, ამერიკაში თუ არიან დარწმუნებულები 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის უკან ვინ დგას და რა გაკეთდა და არ გაკეთდა ამ საკითხზე, აღნიშნა: „წამოსული შეკითხვებიდან დროდადრო ამგვარი დასკვნების გაკეტება შესაძლებელია. სინამდვილეში თურქეთში სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის განადგურებისათვის ყველაზე დიდი რაც შეიძლება გაკეთდეს ტერორია. ეს უნდა დაინახონ. ამ გადატრიალების მცდელობის უკან რომ გზას ამცდარი რელიგიური მოძრაობა დგას, იოტისოდენა ეჭვიც არ გვეპარება. მჯერა, რომ როდესაც ამერიკელები ამ საკითხს კარგად გაიგებენ, თურქეთს გვერდში მტკიცედ დაუდგებიან.“

და ბოლოს, რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასის თანახმად, რუსეთის ფედერაციის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დუმას გადაწყვეტილი აქვს თურქეთთან პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებისა და თურქეთის სახელმწიფოს პარლამენტთან დეპუტატების საკონტაქტო ჯგუფის შექმნა. მისივე თქმით, თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფები არა უგვიანეს ნოემბრის თვის შექმნება.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები