უცხოური პრესა 26.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

597324
უცხოური პრესა 26.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკული სამაუწყებლო ორგანო რადიო ამერიკის ხმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ ამერიკისთვის უსამა ბინ ლადენი რასაც ნიშნავს, ისეთივე მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვის ფეთულა გიულენს. ბოზდაღი „FETÖ-ს ლიდერის“ ფეთულა გიულენის ექსტრადიციის პროცესისათვის თვალყურის სადევნებლად აშშ-ში გამგზავრებამდე ესენბოღას აეროპორტში პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. „არ გადმოცემა ან ამ პროცესის გაწელვა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენ გვსურს, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ამ ტერორისტის გამო უარყოფით წერტილამდე არ მივიდეს. რა მნიშვნელობაც აქვს უსამა ბინ ლადენს აშშ-სათვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს თურქეთისათვის ფეთულა გიულენს“-განაცხადა ბოზდაღმა.

გერმანული „დოიჩე ველეს“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩრდილოეთ ერაყში სახმელეთო ნაწილების შესვლის ჩათვლით უფრო ეფექტური ზომები შესაძლოა გატარდეს. ერთ-ერთი კერძო სატელევიზიო არხისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩავუშოღლუმ აღნიშნა: „თუ თურქეთს საფრთხე შეექმნება, ჩვენ სახმელეთო ოპერაციის ჩათვლით ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. თუ თურქეთს საფრთხე დაემუქრება, ერაყში შექმნილი მოვლენები თურქეთის უსაფრთხოებას, სტაბილურობას თუ დაემუქრება, როგორც სირიაში DEAŞ-ს საფრთხემ ჩვენი მოთმინების ფიალა აავსო, სინჯარისა და სხვს რეგიონებში ჩვენს მიმართ საფრთხე თუ გაძლიერდება სახმელეთო ოპერაციის ჩათვლით საერთაშორისო სამართლით მონიჭებულ უფლებებს და ჩვენს ძალას გამოვიყენებთ და ჩვენს მიმართ საფრხეს თავიდან ავიცილებთ.“

ამერიკული TURKİSHNY აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ტერორგანიზაცია PKK თურქეთსა და ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობას საფრთხეს უქმნის“ რომლის თანახმადაც, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას DEAŞ-თან ბრძოლის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრეტ მაქგორკმა განაცხადა, რომ PKK ტერორგანიზაციაა და თურქეთსა და ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობას საფრთხე უქმნის.  ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა მაქგორკმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის უნდა მოგვარდეს. მისივე თქმით, მოსულის ოპერაცია გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა იგი რთული იქნება და მას დროს დასჭირდება. „DEAŞ-ი პატარა ჯგუფებით ისევე როგორც ქირქუქსა და რუტბაში სხვადასხვა ადგილებში ტერაქტებს ახორციელებენ. ვფიქრობთ, რომ ამგვარი ფაქტები გახშირდება“- განაცხადა მაქგორკმა.

და ბოლოს, რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქის“ თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი, თურქული ნაკადის პროექტის მეორე ნაწილს მხოლოდ ევროკავშირიდან პროექტის განხორციელების შესახებ წერილობითი გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელებს. ევროპელ საქმოსანთა ასოციაციის მოსკოვში სამშაბათს გამართულ შეხვედრაში მონაწილე ლავროვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ნაკადის წარუმატებლობის შემდეგ ეს ხაზი ევროკავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ ორაზროვანი გაგების არ მქონე წერილობითი ოფიციალური გარანტიის გაცემის შემდეგ გაგრძელდება. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და თურქეთმა თურქული ნაკადის მთავრობათა შორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და აღნიშნული შეთანხმებით ბუნებრივი აირის მილსადენის ევროპის, განსაკუთრებით საბერძნეთის მიმართულებით მშენებლობა არის გათვალისწინებული.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები