უცხოური პრესა 19.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

592757
უცხოური პრესა 19.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გერმანული სამაუწყებლო ორგანო DW-ეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოსულის დეაშისგან გაწმენდისათვის დაწყებულ ოპერაციაში თურქეთის კოალიციაში შესვლის თაობაზე შეთანხმება იქნა მიღწეული. პრემიერმა ილდირიმმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე მოსულის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა „ოპერაციაშიც და მაგიდასთანაც ვიქნებით“ სიტყვის უკან დგანან და თუ თურქეთის წინააღმდეგ რაიმე განხორციელდება, საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება.  

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ სირიისა და ერაყის საკითხზე თავისი პოზიცია აშშ-ს მრავალჯერ გააცნო და ანკარის პოზიციის უგულვებელყოფის გამო ვაშინგტონი გააფრთხილა. „აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში რეგიონში არსებული ვითარება განვიხილეთ. თურქეთის გაფრთხილების უგულვებელმყოფი ამხანაგები შემდეგ ხშირად ნანობენ, მაგრამ გვიან იქნება. განსაკუთრებით ოპერაციის დაწყებამდე ანკარის პოზიციისა და შესაძლებლობების შესახებ მხარეებს ინფორმაციას მივაწოდებთ. ამასთანავე ანკარის პოზიციის თაობაზე ჩემთან ერთად თურქეთის გენშტაბის მეთაურმაც აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციას ინფორმაცია მიაწოდა“- განაცხადა ჩავუშოღლუმ. მან ასევე დასძინა, რომ 15 ოქტომბერს ლოზანაში გამართულ სირიის საკითხის შეხვედრაზე ანკარის სირიისა და ერაყის თაობაზე პოზიციის საკითხზე წერილი კერის თავად გადასცა.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება, რომ ანკარაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთის საჰაერო ძალები საერთაშორისო კოალიციის ბაზაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მოსულის დეაშის ტერორისტებისაგან გასაწმენდად თავისუფალი სირიის არმიის მხარდაჭერას გააგრძელებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საჰაერო ძალებმა მოსულის ოპერაციაში მონაწილეობის თაობაზე კოალიციის ძალებთან შეთანხმებას მიაღწიეს. მისივე თქმით “თურქეთის გარეშე მოსულის მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

და ბოლოს, ინგლისური საინფორმაციო სააგენტო REUTERS-ის მიხედვით, თურქეთის ევროკავშირის საკითხების მინისტრმა ინტერვიუ მისცა სააგენტოს და განაცხადა, რომ ევროკავშირმა წლის ბოლომდე თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლა უნდა დაიწყოს და შეწყვიტოს თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარამ არალეგალური მიგრაციის შეჩრების შეთანხმების მისი ნაწილი შესაძლოა გააუქმოს. მინისტრმა ომერ ჩელიქმა ასევე დასძინა: „ვითარების მიუხედავად ამის დაძალება ვიზალიბერალიზაციის წინ ბარიერის დადებას ნიშნავს. ჩავთვლით, რომ ამის გამო დანაპირები არ შეასრულეს.“ მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში რეადმისიის შეთანხმებას არ გააგრძელებენ და თუ საჭირო გახდება გააუქმებენ.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები