უცხოური პრესა 12.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

588022
უცხოური პრესა 12.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ იტალიური საინფორმაციო სააგენტო NOVA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხად, რომ ბაშიკას ბანაკში დისლოცირებული თურქეთის შეიარაღებული ძალები ერაყიდან რაიმე ბრძანებას არ მიიღებენ და ერაყის პრემიერმინისტრს ჰაიდარ ალ აბადის მოუწოდა „იცოდეს საზღვარი“. 23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესში მონაწილე ზოგიერთი მუსლიმი ქვეყნის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: „ერაყმა ბაშიკას საკითხზე მოთხოვნები წამოგვიყენა და ახლა ბაზის დატოვებას გვეუბნება, მაგრამ თურქეთის არმია ისე არ დაცემულა რომ ბაღდადისგან ბრძანებები მიიღოს.“ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ისევე როგორც ჯერაბლუსში, მოსულის ოპერაციებშიც მიიღებს მონაწილეობას. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „ერაყის პრეზიდენტი მე შეურაცხყოფას მაყენებს, უპირველს ყოვლის მან თავად უნდა იცოდეს საზღვარი.“   

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს თანახმად, ფედერალური გერმანიის თურქეთში წარმოებული სამხედრო საქმიანობის ვადა მოსალოდნელზე ადრე გაგრძელდება და გაფართოვდება. კაბინეტი გადაწყვეტილების ტექსტს, რომელშიც დეაშთან ბრძოლის შეტანაცაა გათვალისწინებული, დღეს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, გერმანელ სამხედროებთან ერთად AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობაცაა გათვალისწინებული. ფედერალური გერმანიის პარლამენტმა აღნიშნულ გადაწყვტილებას არა დეკემბერში არამდე უფრო ადრე ნოემბერში შესაძლოა უყაროს კენჭი. გერმანია ამჟამად 250 სამხედროთი ასევ 6 „ტორნადოთი“ და ერთი ტანკერი თვითმფრინავით თურქეთის საჰაერო ბაზა ინჯირლიქიდან სირიასა და ერაყში დეაშის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს უწვეს მხარდაჭერას.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ბერათ ალბაირაქთან მსოფლიო ენერგო კონგრესზე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდ ნოვაკმა განაცხადა, რომ თურქული ნაკადისა ბუნებრივი არიის მილსადენისა და აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობის საკითხთან ერთად ნავთობისა და ნავთობპროდუქციის გადაზიდვის მთავრობათა შორის შეთანხმების ამოქმედებაც განიხილეს. ნოვაკის თქმით, ელექტრო და ქვანახშირის სფეროებში თანამშრომლობის ნავთობისა და ნავთობპროდუქციის გადაზიდვის მსგავს თემებსაც შეეხენ.  

და ბოლოს ინგლისური საინფორმაციო სააგენტო AP -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ტორუნში კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტს, თურქეთის მოქალაქეს, ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქვეყანაში მძაფრდება ქსენოფობია, რისი ბოლო მაგალითიც ეს ფაქტი გახდა. უნივერსიტეტში გაკეთდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ადმიანები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძობენ, უნივერსიტეტი სტუდენტებს დაკარგავს და ეს ზიანს საზოგადოებსაცა მიაყენებს. ბოლო თვეებში ტორუნში კიდევ ერთ თურქ სტუდენტზე მოხდა თავდასხმა. გასულ თვეში კი ვარშავაში უნივერსიტეტის ლექტორს ტრამვაიში იმის გამო მიაყენეს შეურაცხყოფა რომ გერმანულად საუბრობდა.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები