უცხოური პრესა 05.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

583289
უცხოური პრესა 05.10.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა თურქეთში მყოფი მიგრანტებისათვის გამოყოფილი სამი მილიარდი ევროდან დღემდე 467 მილიონი ევრო დახარჯა. ბრიუსელში ევროკომისიის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დღემდე გადაწყვეტილი 34 კონკრეტული პროექტისათვის გამოყოფილი 1 მილიარდ 252 მილიონი ევროს ერთი ნაწილია. კომისიის თანახმად, მთლიანობაში დღემდე 2 მილიარდ 239 მილიონი ევრო კი შეცდომით იქნა დაგეგმილი. დაპირებული მთლიანობაში 3 მილიარდი ევრო 2016 და 2017 წლებს უკავშირდება.   

ინგლისური გაზეთის Financial Times-ის ინფორმაციით, თურქეთის ყველაზე დიდი იაფი ფრენების მქონე ავიაკომპანიებიდან Pegasus-ს მიაჩნია, რომ FETÖ-ს 15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ტურისტების ქვეყნისადმი ნდობა და ავიაკომპანიაზე მოთხოვნა ისევ გაიზარდა. Pegasus-ის გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ნანემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მიერ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადადგმულმა მყარმა ნაბიჯებმა ტურისტებს ნდობა გაუზარდა და მათ სჯერათ, რომ უკვე ქვეყანაშიო სტაბილურობა და სიმშვიდეა. Pegasus-ის მგზავრთა რაოდენობა გადატრიალების მცდელობის შემდეგ 10%-ით გაიზარდა.

ესპანური Europa Press-ის თანახმად, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ტერორს წლებია ებრძვიან, თურქეთში ქურთული პრობლემა არ არსებობს და ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სთან ტერორის პრობლემა არსებობ. ტერორის პრობლემა ყველა სფეროში ქვეყანაზე ცუდად მოქმედებს. მისივე თქმით, PKK-ს ტერორისტები მხოლოდ უსაფრთხოების ძალებზე არ ახდენენ თავდასხმებს, ისინი ხელს უშლიან ამავდროულად სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში განვითარებისათვის წარმოებულ პროექტებს. ამის მაგალითად ილდირმმა PKK-ს ტერორისტების მშენებლობაზე განხორციელებული თავდასხმები მოიყვანა და დასძინა, რომ PKK-ს მიზანია რეგიონის განვითარებისათვის ზიანის მიყენება და ხელის შეშლა.

და ბოლოს, გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს თანახმად, შვიდი გერმანელი დეპუტატის თურქ დეპუტატებთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ ორივე მხარეს დიალოგის გაგრძელება სურს. გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელმა კარლ ლამერსმა სამშაბათს ანკარაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამისათვის თურქეთის თავდაცვის კომისიის წევრები ბერლინში მიიწვია. მისივე თქმით, ორივე მხარეს შეხვედრების გაგრძელება სურს და შეხვედრამ საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.  

 



მსგავსი ინფორმაციები