უცხოური პრესა 07.09.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

566991
უცხოური პრესა 07.09.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ კატარული სამაუწყებლო ორგანო ალ ჯაზირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი ჩინეთში გამართული დიდი ოცეულის სამიტზე ჩატარებული შეხვედრების დეტალებზე ჟურნალისტებს უკან დაბრუნებისას თვითმფრინავში ესაუბრა. პრეზიდენტმა სირიის საკითზე გამართულ შეხვედრებზე აღნიშნა: „ობამას განსაკუთრებით რაკკას საკითხზე სურს ერთობლივად რამის გაკეთება. აღვნიშნეთ, რომ ჩვენი კუთხით რაიმე პრობლემა არ იქნება... ჩვენი სამხედროები ერთად შეკრიბონ  და რაც საჭიროა გაკეთდეს.“

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ს თანახმად, თურქეთმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთში დიდი ოცუელის სამიტზე დიდ ძალებს შორის შეთანხმების ვერ მიღწევის მიუხედავად, სირიაში მომდევნო კვირაში ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ კალინმა განაცხადა, რომ ერდოღანი განჯოუში რუს და ამერიკელ კოლეგებს შეხვდა. კალნის თქმით, ერდოღანმა პუტინისა და დ ობამას განუცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში ალეპოს რეგიონში შეძლებისდაგვარად სწრაფად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ანსამედის ცნობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ თურქეთ-სირიის საზღვარზე არალეგალური გადასვლის მცდელობისას 1632 პიროვნება დააკავეს. ეს თურქეთის არმიის განცხადებაში აღინიშნა. განცხადების მიხედვით, 1611 ადამიანი სირიიდან თურქეთში გადასვლას ცდილობდა, 21 კი თურქეთიდან სირიაში. ოპერაციის დროს  დოკუმენტები და სხვადასხვა ტიპის ვალუტა იქნა ამოღებული.

და ბოლოს გერმანული „დოიჩე ველეს“ თანახმად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გერმანელი დეპუტატების ადანაში მდებარე ინჯირლიქის ბაზაზე მყოფი გერმანული შენაერთების მონახულებასთან დაკავშირებით უთანხმოების საკითხზე განაცხადა, რომ თუ გერმანია ამჟამინდელ პოზიციას დაიკავებს, შესაძლოა ვიზიტის ნებართვა გასცენ. ჩავუშოღლუს თქმით, გერმანიის თურქეთის მიმართ უარყოფითი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში ვიზიტის აკრძალვა შესაძლოა გაგრძელდეს. 

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები