უცხოური პრესა 31.08.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

562468
უცხოური პრესა 31.08.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ფრანგულ გაზეთ La Croix-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიის ჩრდილოეთში არაბული მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ტერორგანიზაცია PYD-ს მიერ ტერიტორიის მოპოვების სამუშაოები ძალიან სახიფათოა. ამ კუთხით თურქეთის სამხედრო ჩარევით PYD-ს ტერიტორიების გაფართოების მცდელობის აღკვეთა ცუდი არ გახლავთ. PYD-ს სირიაში ექსპანსიონიზმი და მისი გაგრძელება ძალიან სახიფათოა, რადგანაც PYD სირიის ტერიტორიის მთლიანობას საფრთხეს უქმნის და სამი რეგიონის შეერთებით სახელმწიფოს შექმნა სურს. მაგრამ ამ რეგიონებს არაბული მოსახლეობით დასახლებული რეგიონები ყოფს. PYD  სახელმწიფოს გამოცხადებისათვის არაბულ რეგიონებზე კონტროლის დამყარებას გეგმავს.

კატარული „ალ ჯაზირა“-ს თანახმად, პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ილნურ ჩევიქმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-ს შეიარაღებულ ფრთას YPG-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რაიმე შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა ვაშინგტონს სურს ამისთვის გარემო მოამზადოს. მან ასევე დასძინა: „თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და YPG-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება ან აზრთა ერთიანობა არ არსებობს, თუმცა PYD-ლი ტერორისტები პირობის დადების მიუხედავად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთისაკენ არ გადადიან და ისევ დასავლეთში რჩებიან. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზეც ხმები ამერიკული მხარის მიერაა გავრცელებული.“

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს თანახმად, თურქეთმა კიდევ ერთხელ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის დროს მისი მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების  და მიგრანტთა შეთანხმების შესრულების საკითხი დღის წესრიგში დააყენა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ათენში გამომავალ გაზეთ კატიმერინისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე გვიან 2016 წლის ოქტომბრისათვის ელოდებიან ვიზალიბერალიზაციის უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი არალეგალურ მიგრაციას, ევროკავშირის ვალდებულებების შეუსრულებლობის ვითარებაში, მარტო ვერ შეაჩერებს.

და ბოლოს, რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით ალექსეი მილერის თავმჯდომარეობით გაზპრომის დელეგაცია ოთხშაბათს თურქეთში ჩავა და მილსადენის თურქული ნაკადის პროექტის განახლების საკითხს განიხილავს. გაზპრომის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ მედვედევმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში 31 აგვისტოს ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა: „ურთიერთობების დღის წესრიგთან დაკავშირებით თურქეთში ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი.“


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები