უცხოური პრესა 01.06.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

502017
უცხოური პრესა 01.06.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ 1915 წელში სომხების მასობრივი მკვლელობის გენოციდად შეფასების გერმანიის კანონპროექტი ანკარასა და ბერლინს შორის არსებულ კავშირებს ზინას მიაყენებს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა: „გერმანიას ამით თუ სურს თავი მოიტყუოს მაშინ დიპლომატიური, სავაჭრო, პოლიტიკური და სამხედრო კავშირები -ორივე ჩვენგანი ნატოს წევრი ვართ- დაზარალდება.“

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი TURKİSHNY აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ერდოღანის ვიზიტი აფრიკა-თურქეთის პარტნიორობას გააძლიერებს“, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის უგანდაში ვიზიტი შეაფასა უგანდის ადის აბებას ელჩმა და აფრიკის კავშირისა და გაეროს აფრიკის ეკონომიკური კავშირის  მუდმივმა წარმომდგენელმა მულ სებჟა კატენდემ და განაცხადა: „ერდოღანის ვიზიტი აფრიკა-თურქეთის პარტნიორობის გაძლიერების და ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების გაფართოების გადაწყვეტილების გამოხატულებაა“. მისივე თქმით, მის ქვეყანას თურქეთის ინვესტიციებით სარგებლობის გაზრდა და უფრო მეტი თურქი საქმოსნის უგანდაში მიზიდვა სურთ.

აზერბაიჯანული გაზეთის „იენი მუსავატის“ თანახმად, თურქეთის ახალი პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი 3 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება. ბინალი ილდირიმი ტრადიციულად პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანში განახორციელებს. პრემიერი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ანალიტიკოსთა აზრით, ბინალი ილდირიმის ბაქოში ვიზიტი ბოლო თვეებში აზერბაიჯან-სომხეთის დაძაბული ურთიერთობების გამო თურქეთთან კავშირებში ახალი ეტაპი იქნება და კიდევ ერთხელ დაინახავს მსოფლიო, რომ მოძმე ქვეყანა აზერბაიჯანის გვერდითაა.

კატარული ალ ჯაზირას თანახმად, ვიცეპრემიერი ნუმან ქურთულმუში ზოგიერთი გაზეთისა და ტელევიზიის წარმომადგენელს შეხვდა და განაცხადა, რომ სირია, ერაყი, რუსეთი, ევროკავშირსა და ისრაელთან ურთიერთობებში ახალი ნაბიჯები გადაიდგმება. ქურთულმუშმა დასძინა: „ძალიან სწრაფად ცვალებადი საგარეო პოლიტიკის ატმოსფეროა. აუცილებელია შეიცვალოს ზოგიერთი ძველი წესი. მსოფლიო ძალიან დიდი კონფლიქტის ეტაპზე გადავიდა. ჩვენ კიდეც რომ გვინდოდეს, ყველა პრობლემის მოსაგვარებლად არც ძალა და არც შესაძლებლობა გვაქვს. ის რაც უნდა გავაკეთოთ, არის ამ კონფლიქტების რეგიონების ჩვენს გარშემო შეძლებისდაგვარად შემცირება. თურქეთს სამწუხაროდ ამ კონფლიქტებში, რომელშიც მხარეს წარმოადგენს, მინიმუმ თურქეთის ნაწილის შემსუბუქება სურს.“


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები