უცხოური პრესა 18.05.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

493190
უცხოური პრესა 18.05.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ჩინეთის საერთაშორისო რადოს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა სასტუმრო კონრადში გამართულ „ისლამური თანამშროლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წყლის რესურსებზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრაზე“ სიტყვით გამოსვლაში ევროკავშირის ქვეყნების ქმედება ორაზროვნად დ არაგულწრფელად შეაფასა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თურქეთი სამ მილიონ დევნილს იფარებს. ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ქმედებების საპირისპიროდ ამ ადამიანებს სჭირდება, რომ ისინი ისლამურმა ქვეყნებმა შეიფარონ. ერდოღანმა ასევე დასძინა: „მთელს საზოგადოებას მივმართავ. დეაშის მომიზეზებით სირიასა და ერაყში ადამიანების მკვლელობები, იარაღის ბაზრები, ბინძური ალიანსები ხვალ მსოფლიოს უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნიან.“  

კატარული ალ ჯაზირას ინტერ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰამბურგის სამხარეო სასამართლომ პრეზიდენტ ერდოღანის სარჩელის საფუძველზე კომიკოს იან ბოჰმერმანის მიერ წაკითხული ერდოღანის შეურაცხმყოფელი ლექსის ზოგიერთი მონაკვეთი აკრძალა. ჰამბურგის სამხარეო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის სარჩელის საფუძველზე კომიკოს იან ბოჰმერმანის ლექსის ზოგიერთი მონაკვეთი აკრძალული იქნა. შპიგელის ცნობით სასამართლოს აღმკვეთი გადაწყვეტილება ლექსის დიდ ნაწილს განსაკუთრებით სექსუალური ხასიათის მონაკვეთებს შეეხო.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო TREND NEW AGENCY-ს თანახმად, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპაში გადასაზიდი ტაპის პროექტის საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერატ ალბაირაკმა განაცხადა, რომ ტანაპის და ტაპის მილსადენები რეგიონში ახალი ენერგო ბაზრის შექმნის დასაწყისი გახდება. მისივე თქმით, ბუნებრივი აირი ევროპის მნიშვნელოვანი ენერგო წყაროა და ასე დარჩება და თურქეთი მზად არის ბუნებრივი აირის ყველა სახის გადაზიდვაზე აწარმოოს მოლაპარაკება. ევროკავშირი პრიორიტეტულ „სამხრეთ გაზის კორიდორის“ პროექტის ფარგლებში თურქეთ-საქართველოს საზღვრებიდან დაწყებული თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე გაგრძელებულ ტრანს ანატოლიის ანუ ტანაპის და ტრანსადრიატიკის ანუ ტაპის მილსადენს ააშენებს.  

და ბოლოს ინგლისური BBC-ს თანახმად, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში დეპუტატთა იმუნიტეტთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მუხლი წინადადების პირველი ტურის კენჭისყრაზე იქნა მიღებული. პირველი მუხლი 350, მეორე კი 357 ხმით იქნა მიღებული. პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრის მეორე ტურზე მსგავსი შედეგის მიღების შემთხვევაში დეპუტატთა იმუნიტეტთან დაკავშირებით შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. იმისათვის რომ ცვლილებები რეფერენდუმის გარეშე მოხდეს საჭიროა 367 ხმა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები