უცხოური პრესა 13.04.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

470296
უცხოური პრესა 13.04.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელშიც ნათქვამია: „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრი ბოლო დროს მომხდარი რიგი ტერაქტების გამო კიდევ ერთხელ შეიკრიბება. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-13 კონფერენცია უმაღლესი რანგის უფლებამოსილების შეკრებით დაიწყო. ხუთშბათს და პარასკევს პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით გასამართ სამიტს 30-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. კონფერენცია, რომელშიც საუდის არაბეთის მეფეც მიიღებს მონაწილეობას, სტამბოლის ცენტრში უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით ჩატარდება. კონფერენციაზე პალესტინის საკითხზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მხარდაჭერას გამოუცხადებენ „ერთობლივი პოლიტიკური პროცესის“ დაწყებას. კონფერენციაზე საუბარი ასევე შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული რიგი ტერაქტების შემდეგ დასავლურ ქვეყნებში ისლამის მიმართ გაზრდილ უნდობლობას.

ამერიკული Defense News წერს: „პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის კოსმოსური სააგენტო სამ თვეში ოფიციალურად დაარსდება. სააგენტო მოახდენს თურქეთის კოსმოსური და საჰაერო-კოსმოსური პროექტების კოორდინირებას და იგი ანკარის დაბა კაზანში განთავსდება. აღნიშნულ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ინფორმაციით, სააგენტო ყურადღების კონცენტრირებას მოახდენს თანამგზავრულ ტექნოლოგიებზე, თანამგზავრის გაშვების სისტემაზე, კოსმოსური სადგურებსა და ღრმა კოსმოსურ კვლევებზე. ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ეს პროექტი გაერთიანებული შტაბის, თავდაცვის სამინისტროსა და მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ერთობლივი მცდელობაა.

რადიო ამერიკის ხმის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს გამოყენებულ ანგარიშში თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა. სსფ-ს ანგარიშში როგოც მსოფლიოს ასევე თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები აქვს განახლებული რა, გლობალური ზრდის პროგნოზი დაწეულია, თურქეთის 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი გაზრდილია. ანგარიშის მიხედვით, თურქეთის ეკონომიკა წელს 3,8%-ით, მომდევნო წელში კი 3,4 %-თ გაიზრდება.


და ბოლოს, ირანული ოფიცალური საინფორმაციო სააგენტო ირნა წერს: „ირანის ისლამური სახელმწიფოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მაჰმუდ ვაიზი 25-ე ირან-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის შეხვედრაზე დასასწრებად თურქეთში იმყოფებოდა, რა დროსაც თურქეთის უმაღლესი რანგის უფლებამოსილებთან შეხვედრები გამართა. 25-ე შერეულ ეკონომიკურ კომისიას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი, ახალი პერიოდის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის მომზადება. კიდევ ერთი თემა გახლდათ დიდი მნიშვნელობის მქონე საბანკო ურთიერთობები. ამ კუთხით მომზადებული და ხელმოწერილი იქნა შეთანხმება. ირანის და თურქეთის სავაჭრო პალატებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა. ვაიზის განცხადებით, თურქეთის მხარე დაბრკოლებების მოხსნის საკითხში დადებითად და კონსტრუქციულად მოიქცა და საკმაოდ კარგი შეთანხმებები გააფორმეს საზღვრებზე არსებული პრობლემების მოგვარებისათვის.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები